Back to Top
ოთხშაბათი, 03 მარტი 2021 13:20

მოგზაურობა და ექსტრემალური სპორტი, როგორც 70 წლის ქალის ცხოვრების ნაწილი

Written by
Rate this item
(0 votes)

70 წლის თამარ დავითაშვილს 5 შვილი, 11 შვილიშვილი და 2 შვილთაშილი ჰყავს. პროფესიით მასწავლებელ ბებიასთან შვილიშვილები დროს ბედნიერად და საინტერესოდ ატარებენ. ერთად გეგმავენ და ქმნიან ისეთ თავგადასავლებს, რომლებიც 70 წლის თამარს ოცნებების ასრულებაში ეხმარება.

 

„გასულ წელს ზიპლაინით გადავუფრინე ბათუმს, შვილიშვილებს უნდოდათ და ვიფიქრე, მე რატომ ვერ უნდა შევძლო-მეთქი და გავრისკე. იქ მყოფებს, ვისაც ეშინოდათ, ამის შემდეგ მათაც გაბედეს. ახლა პარაშუტზე დაჯდომას ვფიქრობ. ცურვა არ ვიცი კარგად და ამიტომ ცოტა მეშინია, მაგრამ ამ სურვილს აუცილებლად შევისრულებ“.

 

 

თამარი ყოფილი სპორტსმენია. ახალგაზრდობაში ხელბურთს თამაშობდა და საქართველოს ნაკრების წევრი იყო.

 

„უამრავ ტურნირში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ აღარ გავყევი ამ სპორტს. თუმცა ჯანსაღი ცხოვრების წესს მივყვები და ვცდილობ ფორმაში ვიყო. ახლა ვცდილობ, რომ ვიმოგზაურო და ყველა ის ქვეყანა ვნახო, რომელიც მიყვარს.“

 

ბოლო ქვეყანა, რომელსაც თამარი პანდემიამდე სტუმრობდა, იტალიაა. უყვარს, როცა მოგზაურობიდან დაბრუნებული შვილიშვილებს საკუთარ ემოციებს უზიარებს. ამბობს, რომ ცხოვრებისეული მაგალითების და გამოცდილების გაზიარებით, ყველაზე მარტივია ახალი თაობისთვის ცოდნის და ინფორმაციის გაზიარება.

 

სწავლების ნიჭი და უნარი კი მის მთავარ პროფესიასთან არის დაკავშირებული. ის წლები ასწავლიდა სკოლაში ქალრთულ ენას და ისტორიას.

 

„21 წლისამ ოჯახი შევქმენი. 22 წლისას უკვე ქალიშვილი მყავდა. ამის მერე ოთხი შვილი გავაჩინე. ბავშვებს მე და ჩემი მეუღლე ვზრდიდით ერთად. ის მეხმარებოდა, რომ ბავშვებზე ზრუნვის პარალელურად, სკოლაშიც მემუშავა“.

 

თამარის ხუთივე შვილი გოგოა. უხარია, რომ ყველა მათგანი წრმატებულ და საინტერესო პიროვნებად ჩამოყალიბდა. უნდა, რომ შვილებისთვის სამაგალითო დედა იყო და საკუთარი სურვილების ასრულებისკენ მათაც უბიძგოს.

Read 683 times Last modified on ოთხშაბათი, 03 მარტი 2021 13:25