Back to Top
სამშაბათი, 04 მაისი 2021 14:36

გორის მე-8 სკოლის კედელზე მოსწავლის ნამუშევარს დახატავენ

Rate this item
(0 votes)

გორის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლის ცოტნე ამირაჯიბის ნამუშევარს სკოლის კედელზე დახატავენ.

 

სკოლის დირექტორის ნანა ედიშერაშვილის თქმით, ცოტნე მონაწილეობას იღებდა გორის ჯანდაცვის ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, "ცხოვრება თამბაქოს კვამლის გარეშე", მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ ნამუშევრები საკუთარი ინტერპრეტაციით.



ედიშერაშვილის ამბობს, რომ ცოტნე საკუთარ ნამუშევარს სკოლის კედელზეც მოხატავს.

 

 

"ჩვენ ვთანამშრომლობთ გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან, ეს იყო ერთობლივი პროექტი, თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია. ჩვენი მოსწავლის ნახატი ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა. ცენტრი შეუძენს საღებავებს და ყველა საჭირო ნივთს, ამის შემდეგ კი ცოტნეს ნახატით სკოლის კედელი მოიხატება. ვფიქრობ საინტერესო ნამუშევარია და სკოლის ფასადს მოუხდება" - ამბობს ნანა ედიშერაშვილი

 

 

Read 1111 times Last modified on სამშაბათი, 04 მაისი 2021 14:44