Back to Top
სამშაბათი, 04 მაისი 2021 14:07

სამხედრო ჰოსპიტალში სინოფარმით აცრისთვის ყველა ადგილი შეივსო

Rate this item
(0 votes)

გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სინოფარმით აცრის რეგისტრაციის პორტალზე ყველა ადგილი შეივსო.

ჰოსპიტალში სინოფარმით მოქალაქეების აცრა 6 მაისს, დილის 10 საათზე დაიწყება. დღეში 42 ადამიანი აიცრება. პორტალის გახსნიდან დაახლოებით 1 საათში ყველა ადგილი შეივსო.

 

პირველ ეტაპზე, ჰოსპიტალში სინოფარმით სულ  210 მოქალაქე აიცრება.

Read 140 times