Back to Top
სამშაბათი, 04 მაისი 2021 12:54

დევნილები ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავ ქონებას წინასწარ ირეგისტრირებენ

Rate this item
(0 votes)

ცხინვალის რეგიონში მდებარე ოკუპირებულ სოფლებში იძულებით გადაადგილებული პირები დარჩენილ უძრავ ქონებას წინასწარ ირეგიტრირებენ.

 

 

ჯადაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დევნილთა სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის მათ უწყებაში ამ მიზნით სულ 7 განაცხადია შესული.

 

 

როგორც ირკვევა საჯარო რეესტრში ამისთვის სპეციალური სამმართველო მუშაობს, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა უძრავ ქონებაზე, რომელიც ამ დროისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, წინასწარი რეგისტრაციის დოკუმენტს გასცემს.

 

 

იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაცია "თანხმობას" წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ დაბრუნების პერიოდში დევნილს ამ გზით საშუალება ექნება, მემკვიდრეობით მიღებული საბუთით დაადასტუროს უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება.

 

 

"საუბარია, პროგრამის, "ჩემი სახლი" შედეგების გამოყენებაზე, ან იურისტებთან კონსულტაციების შედეგად იმ დოკუმენტების ჩამონათვალის მიღებაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს, არა უბრლოდ რეგისტრირება მოხდეს, არამედ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მათი უძრავი ქონების შესახებ დევნილებს წინასწარი რეგისტრაციის საბუთი გააჩნდეთ. იმისთვის, რომ ჰქონდეთ კავშირი იმასთან, რაც იქ დატოვეს",-აღნიშნა რადიო "მოზაიკასთან" საუბრისას "თანხმობას" წარმომადგენელმა, მარინა ფუჩხუამ.

Read 693 times