Back to Top
ორშაბათი, 03 მაისი 2021 21:13

7 მაისს გორის „დილა“ „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება 

Rate this item
(0 votes)

7 მაისს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე, გორის "დილა" "ლოკომოტივს" უმასპინძლებს. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

 

 

წინა შეხვედრა "დილამ" სამტრედიასთან გამართა და ფრედ 1:1 დაასრულა. აღნიშნული შეხვედრის შეფასებისას,  მთავარმა მრწთვნელმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა, რომ გუნდი ახლა "იზრდება" და გადამწყვეტ მომენტში გოლის გატანა გაუჭირდათ.'

 

 

"ახალგაზრდა გუნდი ვართ, ვიზრდებით. ყოველი მატჩის შემდეგ გამოცდილება გვემატება, უფრო ძლიერები ვხვდებით. გზაში ვიმყოფებით და გზად ასეთი რაღაცებიც გვხვდება. ეს მატჩიც გვასწავლის რაღაცას – დასკვნით ფაზაში გოლის გატანა და მოგება გაგვიჭირდა. ვწუხვართ ფრის გამო, თუმცა ჩვენთვის ეს კიდევ ერთი გამოცდილებაა და წინ მივიწევთ",- განაცხადა დემჩენკომ.

 

 

ამ დროისთვის, გორის გუნდი ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში, 19 ქულით მეოთხე ადგილზეა. აღსანიშნავია რომ სამტრედიასთან შეხვედრამდე ცხრილში 18 ქულით მესამე ადგილს იკავებდა. 

Read 123 times Last modified on ორშაბათი, 03 მაისი 2021 21:23