Back to Top
ხუთშაბათი, 15 აპრილი 2021 14:12

ხოჯევანიშვილი:ჩვენი პარტია მემარჯვენე, უფრო ცენტრისტული იდეოლოგიის იქნება

Rate this item
(0 votes)

პარლამენტის წევრმა, ახლა უკვე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გორგი ხოჯევანიშვილმა ახალი პოლიტიკური გაერთიანების იდეოლოგიაზე ისაუბრა.

 

 

მისი თქმით, გახარიასთან ერთად ამ დროისთვის, ახალ გუნდში სწორედ, იდეოლოგიის საკითხებთან დაკავშირებულ დეტალებს განიხილავენ.

 

 

"უფრო მემარჯვენე, ცენტრისტული პარტია იქნება ჩვენი ახალი გაერთიანება, ჩვენ ვმუშაობთ იდეოლოგიის ძირითად საკითხებსა და მიმართულებებზე. ის ძირითადი საკითხები, რაც ჩვენ საზოგადოებას აწუხებს, თუნდაც ევროინტეგრაციის კუთხით, იქნება ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი. ყველა იმ პროექტს დავუჭერთ მხარს, რაც ქვეყანაზე დადებით ზეგავლენას მოახდენს და ჩვენს საზოგადოებას უკეთეს მომავალს შესთავაზებს", - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 

 

ინფორმაციისთვის, გორი-კასპის მაჟორიტარმა 5 დეპუტატთან ერთად "ქართული ოცნება" დატოვა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა. ახალი მოძრაობის ყრილობა მაისისთვისაა დაგეგმილი და ვინ იქნებიან მისი ნაცნობი და უცნობი სახეები სწორედ ამ პერიოდში გაირკვევა.

 

 

შენიშვნა: მემარჯვენე მიმდინარეობა ეროვნული, ტრადიციული ფასეულობების ირგვლივ კონცენტრირდება და შესაბამისად, უფრო კონსერვატიულია. მემარჯვენეები მხარს უჭერენ ძლიერ სახელმწიფოს, რომლის ქვაკუთხედსაც მორალური ფასეულობები, მართლწესრიგის დაცვა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს.სხვადასხვა იდეოლოგიების გადაკვეთა ან მათგან აღებული ელემენტების გაერთიანება კი ცენტრისტულად მოიხსენიება, ვინაიდან ერთგვარად აერთიანებს და აბალანსებს კონსერვატორებისა და ლიბერალების მისწრაფებებს და ფასეულობებს.

Read 207 times