Back to Top
ხუთშაბათი, 15 აპრილი 2021 12:35

ტყვიავში ფეხბურთის წრე გაიხსნა 

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში ფეხბურთის წრე გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი "ტყვიავი" ავრცელებს და მშობლებს მოუწოდებს, რომ შვილები ფეხბურთზე შეიყვანონ.

 

 

"შენი ბავშვი ისევ კომპიუტერთან ზის? შენი ბავშვი ისევ პაბჯის თამაშობს? შენი ბავშვი ისევ ტელეფონშია შემძვრალი? შენი ბავშვი კითხვის ნიშანს დაემსგავსა ტელეფონში ყურებისგან?მაშინ ეს სიახლე შენთვის და შენი ბავშვისთვისაა! ტყვიავში დაიწყო ფეხბურთი წრე. თუ შენს ბავშვს ფეხბურთზე მიიყვან, ვერ დაგპირდებით, რომ მომავალი მესი ან რონალდო იქნება, მაგრამ დაგპირდებით, რომ ნაკლები მიდრეკილება ექნება მოსაწევისკენ, დასალევისკენ და იქნება მეტად ჯანმრთელი. დეტალებისთვის დარეკეთ: 551176010", -

წერს გვერდის ადმინისტრატორი. 

 

Read 109 times