Back to Top
ხუთშაბათი, 15 აპრილი 2021 12:03

ამირან გამყრელიძე „გორმედსა“ და სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა

Rate this item
(0 votes)

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე სამუშაო ვიზიტით გორში იმყოფება.

მან "გორმედის" და სამხედრო ჰოსპიტალის კოვიდკლინიკები დაათვალიერა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო.

 

როგორც ცნობილია, გორში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ამირან გამყრელიძე შეხვდება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს მამუკა საღარეიშვილს. ასევე, შიდა ქართლის გუბერნიაში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურ წარმომადგენლებს.

 

გამყრელიძე მედიის კითხვებს 15:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში უპასუხებს.

Read 387 times