Back to Top
კვირა, 11 აპრილი 2021 18:26

რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, გორის კულტურის ცენტრში კონცერტი პირველად ჩატარდა

Rate this item
(0 votes)

რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, გორის კულტურის ცენტრში კონცერტი პირველად ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი მანანა გვერდწითელი იყო, რომელიც ვოკალურ-საესტრადო სტუდია "მზეს" და ანსამბლ "იმედის" ხელმძღვანელია.

"ყველასთვის რთულ პერიოდში, ხელოვნების როლი განუსაზღვრელად დიდია. ჩვენი მომღერლები დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ დღისთვის. კონცერტი რეგულაციების დაცვით ჩატარდა. კორონავირუსით გამოწვეული სტრესული წლის შემდეგ, ყველასთვის აუცილებელია განტვირთვა. სტუდია "მზე" და ანსამბლი "იმედი" კიდევ ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ" , - აცხადებს მანანა გვერდწითელი.

 

რეგულაციებიდან გამომდინარე 700-კაციან დარბაზში, მხოლოდ 150 მაყურებელი იყო დაშვებული.

Read 210 times