Back to Top
ჭრელი ამბები
ჭრელი ამბები

ჭრელი ამბები (148)

IV საუკუნის დასაწყისში მთის წვერზე აღმართეს ჯვარი, გორიჯვარი უწოდეს. მთაზე ადგილობრივებმა შემდეგ ორი ეკლესიაც ააშენეს. ეკლესიები, სავარაუდოდ, VIII-IX საუკუნეში აშენდა. 

გორიჯვრის ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისაა. მონასტრის ტერიტორიაზე, ისტორიკოს ვახუშტის გადმოცემით, დაკრძალულია წმინდა გიორგის თავი.

1920 წლის მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია გორიჯვარიც და მისი შემოგარენიც. ტაძრის აღდგენა 1978-1988 წლებში მოხერხდა.

Comment

საქართველოში აგებული პირველი ქარის ელექტროსადგური გორთან მდებარეობს. ექვსი ქარის ტურბინის დანახვა ქალაქის სხვადასხვა ადგილიდანააა შესაძლებელი.

Comment

"იმოგზაურე, სადაც ცხოვრობ" - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებში გადაღებული ერთ-ერთი ვიდეო მნახველს გორის ზედა ხედიდან ქალაქის სიღმეში მიუძღვება.

Comment

ამ გაზაფხულს გორში ცვალებადი ამინდებია. რამდენიმე დღის წინ, გორის მუნიციპალიტეტში თოვლიც მოვიდა. თუმცა იმის დასტურად, რომ ქალაქში გაზაფხულის მოსვლა უკვე იგრძნობა, რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ ფოტოგრაფ ქეთი ხუციშვილის მიერ გადაღებულ ფოტოებს. 

Comment

ქალაქი სულ სხვანაირია ღამით - რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ ფოტოგრაფ ოთო გვრიტიშვილის მიერ გორში ღამით გადაღებულ ფოტოებს.

Comment

ლექსების პარალელურად, გორზე სიმღერებიც იწერებოდა. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ 2 სიმღერას, რომელიც ამ ქალაქს ეძღვნება.

Comment

"მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება", "გული რომ მომიკლან, სულით მეყვარები", "სულს მოგცემ", "იასამნისფრად მიყვარხარ", "მე გადავცურავ ზღვას", - ეს იმ წარწერების არასრულო ჩამონათვალია, რომლებსაც გორის ქუჩებში შეგხვდებით. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ ფოტოგრაფ ქეთევან ხუციშვილის და ხატია მუმლაძის მიერ ქალაქის სხვადასხვა ადგილას გადაღებულ ფოტოებს. 

Comment

განვითარების და ცვლილეების მიუხედავად, გორში დღესაც შესაძლებელია ისეთი ფოტოების გადაღება, რომელიც მნახველს წინა საუკუნეში გადაღებული ეგონება. ამის დასტურად, რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ ფოტოგრაფ ქეთევან ხუციშვილის მიერ ქალაქში გადაღებულ რამდენიმე ფოტოს.

Comment

გორზე ხშირად წერენ სხვადასხვა მედიასაშუალებები. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ ქალაქის ყველაზე პოპულარულ და გავრცელებულ 10 ფოტოს ინტერნეტსივრცეში.

Comment

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ გორი ღამით კიდევ უფრო ლამაზია. ფოტოგრაფ გიორგი ისაკაძის მიერ გადაღებული ფოტოები კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ეს ადამიანები მართლები არიან.

Comment