გაიხსენე ისტორია

გაიხსენე ისტორია 110

პირველი რადიო გორში

შაბათი, 10 თებერვალი 2018 08:44 Written by

 პირველმა რადიოსადგურმა გორში  მაუწყებლობა 1924 წლის 8 თებერვალს დაიწყო. 

„ფოსტა-ტელეგრაფის და რადიოს სახალხო კომისარიატის მომართვა, ა/წ. თებერვლის 8-დან № 5760 გორში რადიო სადგურის გახსნის შესახებ", - მაშინდელი რადიო ძირითადად გადმოსცემდა გორში მიმდინარე ყოველდღიურ ცნობებს, როგორიცაა აღმასკომის სხდომის შედეგები, თეატრალური და კინო-აფიშა,  ასევე ხდებოდა პირდაპირი ტრანსლაცია თბილისიდან.


საქრთველოს წინათაც ჰყავდა გამორჩეული სპორტსმენები, განსაკუთრებით კი მოჭიდავეები, რომლებმაც ქართული სპორტის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული ალექსანდრე კანდელაკია, რომელიც საქართველოში ერთგვარი ძლევამოსილების  სიმბოლოდ იქცა. იგი ტიტანური ძალით გამოირჩეოდა, სიმაღლით 2 მეტრი, 170 კილოგრამს იწონიდა და მაშინდელი საზოგადოება მას „გოლიათად“ მოიხსენიებდა. 


ტექნოლოგიურმა პროგრესმა და ვირტუალურ სამყაროში თანამედროვე ბავშვის ძირითადი დროის გატარებამ, შეიძლება ითქვას, ღრმა წარსულში დატოვა მათი მშობლების, ბებია-ბაბუების ბავშვობის დროინდელი თამაშები, რომლითაც ისინი ერთობოდნენ. სახლთან ახლოს მდებარე სკვერები მათ  ყურადღებას იშვიათად თუ მიიქცევს, ისინი მეგობრებს რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად ეძებენ.


5 სტერეოტიპი გორელებზე

შაბათი, 03 თებერვალი 2018 10:02 Written by

ალბათ ყველა თქვენგანი დაგვეთანხმება, რომ გორელების შესახებ არაერთი სტერეოტიპი არსებობს. ცოტა იქნება ისეთი ადამიანი, ვინც უცხო გარემოში აღმოჩენილა და მისთვის არ უთქვამთ, ვახ გორიდან ხარ? მაშ, შენ ვაშლიც გექნება.


1972 წელს გორის რაიონ სოფელ მეჯვრისხევში, მდინარე მეჯუდას მარცხენა სანაპიროზე, შინმოუსვლელთა პარკი გაშენდა. პარკის ტერიტორიაზე 214 ფიჭვის ხე დაირგო. ყოველ მათგანს კი საკუთარი სახელი მიენიჭა, იმ მეჯვრისხეველების მოსაგონრად, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ და მშობლიურ სოფელში ვეღარ დაბრუნდნენ.


თუ რატომ არ დატოვა მერაბ მამარდაშვილმა კომუნისტური პარტია, ამის შესახებ გორელმა ფილოსოფოსმა ფრანგ ჟურნალისტს, ანნ შევალიეს მის ბოლო ინტერვიუში უთხრა (ინტერვიუ ჩაიწერა 1990 წლის 20 აგვისტოს)


სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი, იგივე კამო,  1882 წლის 27 მაისს ქალაქ გორში დაიბადა, თუმცა ამ სახელითა და გვარით მას ცოტა თუ იცნობდა. საზოგადოებაში ის პარტიული ფსევდინიმით, კამოს სახელით იყო ცნობილი. როგორც ამბობენ, ახალგაზრდობაში სიმონ ტერ-პეტროსიანს მეტსახელი კამო სტალინმა შეარქვა. გორელი სომეხი მღვდლის შვილი, განათლებასთან და მით უფრო რუსულთან საკმაოდ მწყრალად მყოფი კამო ვერაფრით გამოთქვამდა მიცემით ბრუნვაში კითხვას ვის. კამუს, მაგივრად კამოს იძახდა და ამის გამო იოსებ ჯუღაშვილის მიერ ის კამოდ მოინათლა.


იმ ცნობილ ქართველებს შორის, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტში დაიბადნენ, ერთ-ერთი ნიკოლოზ კეცხოველია. ის 1897 წლის 26 დეკემბერს სოფელ ტყვიავში დაიბადა. მის სახელს გორში, სადგურის დასახლებაში მდებარე მთავარი ქუჩა ატარებს.


ერთ-ერთი, ვისი შემოქმედებიდანაც ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია, გორში დაბადებული ეკატერინე გაბაშვილია. გორელი მწერალი 1851 წლის 16 ივნისს დაიბადა. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ 10 საინტერესო ცნობას მისი ცხოვრების შესახებ:


„სლოკინა“, „ტროყე,“ „ციფნა,“ „ქუცუნა“, -  ერთ დროს ჩვენში ყველაზე მეტად ეს მეტსახელები ყოფილა გავრცელებული.


გვერდი 7 სულ 8

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი