მასწავლებელი, რომელიც ვაჟა-ფშაველას გორის გიმნაზიაში ასწავლიდა

Rate this item
(0 votes)

ქართველი პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, საქართველოში ხალხოსნური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, მიშო ყიფიანი სოფელ ქვიშხეთში დაიბადა.

საშუალო განათლების მიღების შემდეგ, პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ისწავლა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1875 წელს ქუთაისში დაიწყო მუშაობა. ამავე პერიოდში, აქტიურად ჩაება ხალხოსნურ მოძრაობაში. მომდევნო წელს, სხვა ხალხოსნებთან ერთად დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, შემდეგ კი ორენბურგში.

სამშობლოში 1981 წელს დაბრუნდა და თბილისის მეორე გიმნაზიაში მასწავლებლად დაინიშნა. იმავე წლის ოქტომბერში, გორის სამასწავლებლო სემინარიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. პარალელურად გორის ქალთა გიმნაზიაშიც ასწავლიდა. იგი მოსწავლეებში დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ის იყო ვაჟა-ფშაველას მასწავლბელი გორის გიმნაზიაში სწავლის დროს.

გორის ხალხოსანთა ერთ-ერთი აქტიური წევრი ალექსანდრე გარსევანიშვილი თავის მოგონებებში მიშო ყიფიანზე წერდა:

„მიშო ყიფიანის სათნოიანმა ხასიათმა და განსაკუთრებით მოსწავლეებისადმი ჰუმანურმა მიდგომამ მალე მიიზიდა ახალი თაობა. ყველა ჩვენგანი აშკარად ხედავდა, რომ ეს ახალგაზრდა მასწავლებელი პროგრესული მიმართულების ადამიანია... ყოველი აზრი მიშო ყიფიანისა ჩვენ ნამდვილ ჭეშმარიტებად მიგვაჩნდა.“


გორში პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში მიშო ყიფიანმა დიდი როლი ითამაშა მაშინდელი ახალგაზრდობის პოლიტიკურად გათვიცნობიერების პროცესსში. მან ნელ-ნელა კრიტიკას მიაჩვია ახალგაზრდები. სწორედ მისი წარჩინებულმა მოსწავლეებმა, გოლა ჩიტაძემ და ლუკა რაზიკაშვილმა (ვაჟა-ფშაველა) გაბედეს საზოგადოებაში კრიტიკით გამოსვლა.

სამწუხაროდ, გორის აქტიურ ახალგაზრდობას მიშო ყიფიანთან ურთიერთობა დიდ ხანს არ დასცალდა. 1883 წელს ის კვლავ გადაასახლეს. 1887 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა.

მიშო ყიფიანი 1916 წელს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

Read 1255 times Last modified on პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018 14:12

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი