მოსწავლეთა პრობლემები გორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას

ხალხის ხმა Written by  კვირა, 29 სექტემბერი 2019 09:14 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნანი მაისურაძე. გორის IV საჯარო სკოლის მოსწავლე

 

საქართველოში XX ს დან აქტიურად დაიწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება. წლების განმავლობაში, იცველობა და ვითარდებოდა მისი მუშაობის სისტემა, თუმცა საბოლოო სრულყოფილ ფორმამდე ჯერ არ მიუღწევია. სწორედ ამიტომ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დგას ტრანსპორტით სარგებლობის პრობლემა. ამ მხრივ, შიდა ქართლი განსაკუთრებით კი ქალაქი გორი გამოირჩევა, სადაც მე ვცხოვრობ.

მუნიციპალური ტრანსპორტი არ არსებობს ქალაქში, რაც უარყოფითად ისახება მოსწავლე-ახალგაზრდებსა და ღამის საათებში მომუშავე პირების ტრანსპორტირებაზე, რადგანაც საღამოს 7-ის ნახევრის შემდეგ სამარშუტო ტაქსები აღარ მოძრაობენ. კულტურული ღონისძებები ქალაქში საღამოობით იმართება, რაშიც სამწუხაროდ ქალაქის გარეუბნებში მცხოვრები 14-15 წლის ახალგაზრდები ვერ ვიღებთ მონაწილეობას, იმის გამო, რომ ამ პერიოდში სამოქალაქო ტრანსპორტის მუშაობა შეჩერებულია.

ამასთან ერთად, ერთ ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა სკოლის მოსწავლეებისთვის არის მგზავრობის ღირებულების გადასახადი. იმ მოსწავლეებს, რომლებიც ვერ ვსარგებლობთ სკოლის ტრანსპორტით, ყოველდღიურად, გვიწევს სამოქალაქო ტრანსპორტით სარგებლობა და ჩვენთვის მგზავრობის საფასურის გადახდა სავალდებულოა. აქ მებადება კითხვა: იმ ადამიანებმა, რომლებსაც საარსებო მინიმუმიც კი არ გაგვაჩნია და რომლებიც მთლიანად მშობელზე ვართ დამოკიდებულნი, რატომ უნდა გადავიხადოთ მგზავრობის საფასური ისე, როგორც იხდიან ზრდასრული შრომისუნარიანი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი შემოსავალი აქვთ. სამწუხაროა, რომ ამ დიდი უსამართლობის მომსწრენი ვართ ყოველდღიურად, თუმცა ესეც არ კმარა. ის ბავშვი, რომელსაც ტრანსპორტის გადასახადი არ აქვს ხშირად მძღოლისგან დიდ შეურაცხყოფას იღებს, ითრგუნება და ღიზიანდება.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კი საჭიროა მივბაძოთ თბილისის მერიას, რომელმაც მოსწავლეებს მათი სტატუსის დამადასტურებელი ბარათები დაურიგა და რომლითაც ისინი არ არიან ვალდრბულები მგზავრობის ღირებულება გადაიხადონ. ასევე შესაძლებელია მოხდეს მოსწავლეებისთვის ტრანსპორტის საფასურის განახევრება.

თხოვნით მივმართავ გორის მუნიციპალიტეტის მერიას, შეძლებისდაგვარად მოგვიგვარეთ ზემოთ აღნიშნული პრობლემა, რათა ახალგაზრდებს არ გვქონდეს იმის შიში, საღამოთი რითი დავბრუნდებით სახლში ან თუ იმ წუთას ფული არ გვაქვს, არ გვეშინოდეს იმ შეურაცხყოფისა, რისი მოთმენაც გვიწევს ყოველდღიურად.

 

 


მასალა მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ფონდის ოფიციალურ მოსაზრებებს. 

Read 2971 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი