ნინო შერმადინი - წლის ექიმი, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობდა

ადამიანური ისტორიები Written by  ოთხშაბათი, 11 სექტემბერი 2019 07:23 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ნინო შერმადინი წლის ექიმად დაასახალეს. მან ეს ტიტული 2018 წელს მიიღო. ნინო გორის დედათა და ბავშვთა ცენტრ "იავნანას" ქალთა კონსულტაციას ხელმძღვანელობს.

"2018 წლის ექიმად" შერმადინი ცენტრის ხელმძღვანელობამ დაასახელა.

"ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო ეს ჯილდო ჩემთვის. ძალიან სასიამოვნო იყო ბარსელონას სამოგზაურო საგზურიც. რა თქმა უნდა, აღიარების და საჩუქრის გარეშეც თაუდაუზოგავად გავაგრძელებდი საქმიანობას, თუმცა ვფიქრობ ასეთი წახალისება ყველა ადამიანს მატებს მოტივაციას“, - ამბობს ნინო შერმადინი.

nini shermadini - sigeli

ნინო შერმადინმა გორის მესამე საჯარო სკოლა დაამთავრა. შემდეგ კი სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო.

"ლაღი ბავშვობა მქონდა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მედალზე დავამთავრე. აქტიურად ვიყავი ჩართული შემოქმედებით ცხოვრებაში, ვცეკვავდი, ვმღეროდი".

nini shermadini - cekva

ნინოს ბავშვობის დიდი ნაწილი სცენაზე აქვს გატარებული. მაშინ ფიქრობდა, რომ მომავალ საქმიანობასაც შემოქმედებას დაუკავშირებდა.

"მაშინ ვფიქრობდი, რომ შემოქმედებითი საქმიანობა უნდა გამეგრძელებინა, თუმცა როგორც ხშირად ხდება, მოზარდობის ასაკში სხვა მისწრაფებებიც გამიჩნდა. განსაკუთრებით დავინტერესდი მედიცინით, ბევრს ვკითხულობდი ადამიანის ანატომიის შესახებ. ვკითხულობდი ყველაფერს, რაც მედიცინას ეხებოდა. შესაბამისად, პროფესიის არჩევისას ფიქრიც არ დამჭირდა, ისე ჩავაბარე სამედიცინოზე“, - იხსენებს ნინო.

ნინო 1994 წლიდან მეან-გინეკოლოგად მუშაობს. ამბობს, რომ მისთვის მთავარი ღირებულება სიყვარულია. სწორედ ამ დამოკიდებულებით არის პაციენტებთან და გარეშემომყოფებთან, თითოეული ახალი სიცოცხლის დაბადება მისთვის ბედნიერებაა.

 

Read 4399 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი