სასწრაფოს ექიმი, რომელიც 12 აგვისტოს დაბომბილ ქალაქში მუშაობდა

Rate this item
(0 votes)

დალი ვანიშვილი გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელია. 2008 წლის აგვისტოს 12 აგვისტოს მისი კადრები დაბომბილ გორის ცენტრში მსოფლიომ ნახა.

საომარი მოქმედებების დროს, დალი ვანიშვილი ქალაქში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და გარდაცვლილი თუ დაჭრილი ადამიანები შესაბამის ადგილას გადაჰყავდა. ყველაზე რთულ დღედ ომის პერიოდიდან სწორედ 12 აგვისტო ახსენდება, რა დროსაც რუსეთის სამხედრო ავიაციამ გორში ე.წ. კასეტური ბომბები გამოიყენა.

ამ დროს, ქალაქის ცენტრში მშვიდობიანი მოქალაქეები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. დაბომბვის შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა.

"ეს იყო რაღაც საშინელება, ქალაქში ექოს ხმა ისმოდა. დარჩენილი მოსახლეობა პანიკაში იყო. ამ დღეს დაიღუპა ჰოლანდიელი ოპერატორი. გამოიძახეს სასწრაფო და ჩვენ რომ მივედით ცენტრში, ზუსტად შუქნიშანთან იყო გაჩერებული მათი მანქანა და უკან ყავდათ საბარგულში გარდაცვლილი ჩაწვენილი. შემდეგ გადმოვიყვანეთ ჩვენს სასწრაფოს მანქანაში და წავიყვანეთ. მიწისქვეშა გადასასვლელთან კიდევ სამი გვამი იყო. ფილმებში რომ ხდება, ზუსტად ისეთი სიტუაცია იყო. სასწრაფო რომ დაიბომბა ,მერე უკვე გადავედით ქალაქის საავადმყოფოში და იქ ვმუშაობდით. ამ დროს ვერ ფიქრობ, რა ხდება შენს ირგვლივ - მთავარი საფიქრალი ასეთ ვითარებაში ადამიანის სიცოცხლის გადრჩენაა. ეს ყველაფერი შემდეგ თანდათან გავიაზრეთ მე და ჩემმა კოლეგებმა, რომლებიც იმ დროს ჩემთან ერთად ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას, მოვლენების ეპიცენტრში", - ამბობს დალი ვანიშვილი.

Read 497 times Last modified on ორშაბათი, 12 აგვისტო 2019 09:14

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი