ნინო ცეცხლაძე: შვილი ომში გადავარჩინე და 11 წლის შემდეგ საზღვარგარეთიდან მკვდარი ჩამომიყვანეს

Rate this item
(0 votes)

ნინო ცეცხლაძე 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ცნობილი ფოტოს გმირია. ფოტოზე ძმისშვილი უკავია, შვილიც იქვე ახლოს ყავდა, თუმცა 12 წლის დათა კადრს მიღმა აღმოჩნდა.

ნინო ცეცხლაძესთვის აგვისტოს ომის 11 წლისთავი განსაკუთრებით ემოციურია, რადგან წლევანდელ აგვისტოს უფროსი შვილის გარეშე ხვდება და იმ რთულ მომენტებს მარტო იხსენებს. ფიქრობს, რომ ომის შემდეგ მისი ოჯახი ხელისუფლებამ სათანადოდ არ დააფასა და დათას საზღვარგარეთ წასვლის და მუშაობის საფუძველიც სწორედ უყურადრებობის განცდის შედეგი იყო. 

 

 

"არავინ ჩემი და ჩემი დათას მდგომარეობით ომის შემდეგ, ხელისუფლებიდან არავინ დაინტერესებულა. არავის უკითხავს სად წავედით, როგორ ვცხოვრობთ, რამე ხომ არ გვჭირდება. სწორედ ეს უყურადღებობა იყო იმის მიზეზი რომ მეც წავედი ქვეყნიდან და ჩემმა შვილსაც სხვა ქვეყანაში მოუწია მუშაობა. ომში გადავარჩინე ჩემი შვილი იმ დაბომბვებს გამოვარიდე და უცხო ქვეყანაში მომიკლეს. 11 წლისტავზე უკვე მის გარეშე ვიხსენებ იმ რთულ დღეებს რაც გორში ვერხვების დასახლებაში ერთად გადავიტანეთ", - ამბობს ნინო ცეცხლაძე.

 

ნინო ცეცხლაძე ომში მაზლი და რძალი დაკარგა. მისი მეუღლეც რამდენიმე წლის წინ კარალეთის დევნილთა დასახლებაში უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. მისი შვილი კი მიმდინარე წლის დასაწყისში ლიბიაში გარდაიცვალა. შვილის ცხედარი სამშობლოში მხოლოდ 3 თვის შემდეგ ჩამოასვენეს.

Read 4842 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი