დეა ცეცხლაძე - ყველაზე მცირეწლოვანი ფოტოგმირი აგვისტოს ომიდან

Rate this item
(0 votes)

2008 წლის 9 აგვისტოს დეა ცეცხლაძე 9 თვის იყო. მისმა 11 წლის წინანდელმა ფოტომ მსოფლიო მოიცვა, თუმცა მის შესახებ ალბათ მხოლოდ მისმა ახლობლებმა იციან.

ქალი, რომელსაც დეა ომის დროს გადაღებულ ფოტოში ხელში უკავია, მისი მამიდაა და ვერხვების დასახლების დაბომბვამდე მის უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ცდილობდა.

დეა მაშინ გორში ცხოვრობდა. ომის შემდეგ მისი ოჯახი ბათუმში გადავიდა და სკოლაშიც იქ სწავლობს. პირველად, ამ ფოტოს შესახებ 4 წლის წინ დედამ უამბო. ახლა ის 12 წლისაა. აგვისტოს დღეებში ისევ უყურებს იმ ფოტოს და ცდილობს მეხსიერებაში აღიდგინოს, რა ხდებოდა მაშინ მის თავს.

"თითქოს რაღაცეები ჩამრჩა გონებაში, მაგრამ ვერ ვიხსენებ იმ მომენტებს, რაზეც უფროსები მესაუბრებიან. 8 წლის ვიყავი მაშინ, როდესაც დედამ ეს ფოტო მაჩვენა, მითხრა რომ ომში მოვყევი, ქალაქი იბომბებოდა და ა.შ. ალბათ იმ დღეების ბრალია, რომ დღეს ფეიერვერკების გასროლაზეც შიში მიპყრობს. რაღაც ემოციები მიჩნდება სროლის ხმაზე. ამ ფოტოზე, რომ მე ვარ, ალბათ ბევრმა ჩემმა ნათესავმა და ახლობელმაც არ იცის. ამ თემაზე ჩემთან არავინ საუბრობს, არც არავინ არაფერს მეკითხება ამ ფოტოზე. ალბათ ჰგონიათ, რომ მისი გახსენება ჩემში ცუდ მოგენებებს გამოიწვევს. მაგრამ მე სულ მაინტერესებს, ამ დროს რა ხდებოდა ჩვენს ირგვლივ, როგორ გადავრჩით და ა.შ. ალბათ წლების მერე უფრო სიღრმისეულად გავეცნობი ამ ინფორმაციებს", - ამბობს დეა ცეცხლაძე.

დეა ცეცხლაააა

Read 1615 times Last modified on პარასკევი, 09 აგვისტო 2019 09:17

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი