ადამიანის ისტორია, რომელმაც კატა და თაგვი დაამეგობრა

Rate this item
(0 votes)
მის სახლში ძაღლი არ ერჩის კატას, კატა - თუთიყუშს ან ვირთხას. ეს შოთა მექოშვილია, რომელიც გორის რაიონის სოფელ სვენეთში 3 თვის წინ დასახლდა.
შოთა მარტო ცხოვრობს და თავს მეფრინველეობით ირჩენს, თუმცა ამბობს, რომ ამ საქმეს ბიზნესს ვერ დაარქმევს, ამ ყველაფერს სიყვარულით აკეთებს.
„ხშირად ჩემი კატების იმედად დამიტოვია ფრინველები, რადგან ვიცი, რომ სიცოცხლის ფასად დაიცავენ თითოეულს. ამ არსებების ასე მშვიდობიანად თანაცხოვრების გამო შემარქვეს ნოე.“
მისი ყოველი დღე დილის 7 საათზე იწყება. 1 ფინჯანი ყავის შემდეგ, ფრინველებთან ეზოში გადის. ამბობს, რომ მათ მოვლას რამდენიმე საათი სჭირდება. აკვირდება თითოეულს, რომელიმეს თუ რაიმე უჭირს, ცდილობს დაეხმაროს.
„ყველაზე მაგარი შეგრძნებაა, როცა დილაუთენია მამლის ყივილი ჩაგესმის ყურში. სიყვარულია, როცა იცი კრუხი დღე-დღეზე გამოჩეკს წიწილებს. ყოველდღე ვამოწმებ კვერცხებს და როცა ვხედავ, როგორ ევლინება ამ ქვეყანას ახალი სიცოცხლე, მეც ხელახლა ვიბადები.“
წიწილებიიიი
რამდენიმე ჯიშის მტრედი ჰყავს, მათ შორის გამორჩეულად მტრედი ფარშევანგები უყვარს. ასევე ჰყავს 100-ზე მეტი მყვირალა იხვი, აქედან 50 პეკინური, 15-ზე მეტი მუშკის იხვი და ჭრელი მყვირალა ქართული იხვები, ასევე 6 გედ-ბატი, 23 ციცარი, 2 ფენიქსი და ა.შ ჯამში მის მეურნეობაში 200-ზე მეტი ფრინველია. ამბობს, რომ აქამდე ოსაღწევად ბევრის გადატანა დასჭირდა. ცოცხალი არსებებისადმი მოჭარბებული სიყვარულის გამო, ხშირად გამხდარა დაცინვის ობიექტი.
„აქამდე მოსაღწევად ძალიან ბევრი გადავიტანე. ყოველთვის სიცილს იწვევდა ჩემი ასეთი დამოკიდებულება ცხოველებისა და ფრინველებისადმი. დამცინოდნენ, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ბევრი შევძელი. ყოველთვის მინდოდა სახლი სოფელში დიდი ეზოთი, რომელიც სავსე იქნებოდა სხვადასხვა ჯიშის ფრინველებით“.
ობობეებიიი
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მასთან საშობაოდ იხვების შესაძენად მივიდა ადამიანი. იმ პერიოდისთვის, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში ცხოვრობდა ქირით. ამ ადამიანისგან გაიგო, რომ გორის რაიონში სახლი იყიდებოდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მალევე მიიღო - სახლი იყიდა.
„საბედნიეროდ, მალევე შევძელი ამ სახლის შეძენა და ჩემს ბინადრებთან ერთად გადმოვსახლდი. 20 თებერვალი იყო. ეს ყველაფერი კი, უპირველესად ჩემი ოჯახის, მშობლების და ძმის დამსახურებაა. რომ არა ისინი, დღესაც ქირით ვიცხოვრებდი“.
მასთან ფრინველებს შორის, შეხვდებით ყვავებს, თუთიყუშებს და სხვა. გარდა ამისა, მის სახლში ობობას და ზღვის გოჭებსაც საპატიო ადგილი უკავიათ.
კუდღელიიი
„ყვავი მყავდა - კალე, სულ პატარა ბახალა იყო, როცა ჩემთან აღმოჩნდა. 2 წლის იყო, რომ დავკარგე. მთელი 8 თვე არსად ჩანდა. უკვე იმედიც აღარ მქონდა, რომ ცოცხალი იქნებოდა, მაგრამ ერთ დღესაც სოციალურ ქსელში მომწერეს, შენი კალე ვორონცოვზე შეამჩნიესო და მართლაც იქ დამხვდა, თუმცა სამწუხაროდ, რამდენიიმე თვის წინ, ისევ მომპარეს“.
5 წლის შემდეგ რა იქნება, არ იცის. როგორც ამბობს, 5 წლის წინ, ეს ყველაფერი მისი ოცნება იყო, დღეს კი, მის მეურნეობაში 200-ზე მეტი ფრთოსანი ბინადრობს.
Read 525 times Last modified on პარასკევი, 07 ივნისი 2019 09:55

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი