"შატო ატენი" - ატენიდან ამერიკაში

Rate this item
(0 votes)

"შატო ატენი" საქართველოში დამზადებულ ყველა ტურისტულ გზამკვლევზეა აღნიშნული. მარანს ყოველ დღე სტუმრობენ ტურისტები, აგემოვნებენ ღვინოს და საკუთარ ქვეყანაში წასაღებად ამზადებენ.

სოსო ვანიშვილი მევენახეობით 2009 წლიდან დაინტერესდა. თავდაპირველად, მან ვენახი 1 ჰექტარზე გააშენა. პირველი დიდი მოსავალი 2015 წელს მიიღო, როცა 10 ტონა ყურძენი დაკრიფა. 

"მევენახეობა 2008 წლის ომის შემდეგ დავიწყე,  2015 წელს კი 1 ჰექტარ ვენახში 10 ტონა ყურძენი დავკრიფეთ. ძირითადად, ოჯახის წევრები ვმუშაობთ, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც სეზონურად 30 - 40 ადამიანიც დამისაქმებია", - ამბობს სოსო ვანიშვილი.

62116924 404563210149495 2200666364010561536 n

მას შემდეგ, რაც მოსავლის რაოდენობა გაიზარდა, სოსო ვანიშვილმა მარნის აშენება გადაწყვიტა. "შატო ატენი" ასე ჰქვია მის მარანს, რომელსაც დღეს ვიზიტორები არ აკლია. 

"ხშირად გვსტუმრობენ ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ღვინის გემოთი და გარემო პირობებით სასიამოვნოდ გაოცებულები რჩებიან ხოლმე. ზოგიერთს უჩნდება ვაზის ვენახის დათვალიერების სურვილი, რომელიც მარნიდან დაახლოებით 400 მეტრშია და არც ამ სიამოვნებას ვაკლებთ , ვუყვებით როგორც ჩვენი სოფლის ისტორიის შესახებ ასევე ქართული ვაზის ჯიშების ისტორიას".

პირველი წარმატებაც მალევე მოვიდა. 2018 წელს მან ღვინო ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნა. წელს კი უკვე პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანას გეგმავს.

62060801 858724434504074 6317619656572010496 n

"2018 წელს კი ჩემი პროდუქცია რეალიზაციისათვის ამერიკაში გავიტანე. ჯერჯერობით, 5000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ. იყო შემთხვევა, ვერ ვითანამშრომლეთ ექსპორტზე ღვინის მცირე რაოდენობის გამო.

მომავალ წელს ახალი ვენახის გაშენებას ვგეგმავ. ამჟამად ვმუშაობ ღვინის ევროპის ბაზარზე გატანაზე. რთული იყო ეს გზა, თუმცა ვფიქრობ, რომ შეუძლებელი არაფერია".

გორში, წერეთლის ქუჩაზე, "შატო ატენის" მაღაზიაც ფუნქციონირებს. ტურისტები თუ ადგილობრივები მაღაზიას ხშირად სტუმრობენ.

"ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის ზრდა ქვეყნის გაძლიერების საწინდარია. ამ მიზნით გავხსენით მე და ჩემმა მეგობარმა, სოსო წიქარიძემ ღვინის მაღაზია ქალაქის ძველ უბანში - წერეთლის ქუჩაზე. იქ მხოლოდ  ქართლის ღვინო იყიდება. ვთვლი რომ ამ ქმედებით ამ ქუჩის დატვირთვასაც შევუწყობთ ხელს ტურისტული თვალსაზრისით".

61365577 853417018368149 7763083834819608576 n

მეთოდი, რომლითაც ის ღვინოს აყენებს - უნიკალურია. ამბობს, რომ ითვალისწინებს ღვინის დაყენების საოჯახო ტრადიციებს.

"ჩემი ოჯახი ყოველთვის გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით. პაპისთვის და მამისთვის მნიშვნელოვანი იყო სტუმრისათვის ნატურალური ღვინო მიერთმიათ. შესაბამისად, მეც ბავშობიდან შევიყვარე ვაზის მოვლა .

ღვინის დამზადების პროცედურებში ბავშობიდან ვეხმარებოდი მამას. დღესაც ოჯახის ტრადიციულ რეცეპტს ვიყენებ ღვინის დამზადებისათვის. ამ საქმეში განსაკუთრებით დიდი შრომა და პატიოსნებაა საჭირო, მცირეოდენი გულგრილობაც კი შედეგზე უარყოფითად აისახება", - ამბობს სოსო ვანიშვილი

Read 1153 times Last modified on ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019 11:37

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი