ვიტალი თაყაძე - 2008 წლის ომის გმირის ისტორია

ივნისი 01 2019

2008 წლის აგვისტოს ომის გმირი ვიტალი თაყაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში დაიბადა. 


სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ საქართველოს შეარაღებულ ძალებში, კონტრაქტით შევიდა, ერთი წლით კოსოვოში იმსახურა, შემდეგ კი 4 წლით გააგრძელა ჯარში მსახური. 

“თავიდან ვაზიანში მსახურობდა, შემდეგ გორში გადმოიყვანეს, კაპრალი იყო… ამბობდა, ამ კონტრაქტს რომ ვადა გაუვა, 12-წლიანი კონტრაქტით უნდა დავრჩე ჯარშიო. დიდი გეგმები ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა…“, - იხსენებს დედა.

ვიტალის 7 აგვისტოს, სოფელ ავნევთან ერთ-ერთი შეტაკების დროს, ჭურვის ანასხლეტი კეფაში მოხვდა და დაიღუპა.

საომარი მოქმედებების გამო, მის დაკრძალვას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, თუმცა სოფელში მის გმირობაზე და თავდადებაზე დღემდე საუბრობენ. 

თანასოფლელებმა ერთ-ერთი ქუჩისთვის მისი სახელის მინიჭების მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა.  ვიტალი თაყაძე ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი