ელისაბედ ჩერქეზიშვილი - ვის სახელს ატარებს გორის ერთ-ერთი ქუჩა
გორში ერთ-ერთი ქუჩა ელისაბედ ჩერქეზიშვილის სახელს ატარებს.
ელისაბედი 1863 წელს გორის რაიონ სოფელ კოშკაში დაიბადა. ის იყო საქართველოს სახალხო არტისტი და საზოგადმო მოღვაწე.
20-იან წლებში მსახიობად მუშაობდა რუსთაველის თეატრში, ხოლო 1932 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კოტე მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო.
მან შექმნა დაუვიწყარი თეატრალური სახეები: ნენე (ზურაბ ანტონოვის - "მზის დაბნელება საქართველოში"), ხორეშანი (შალვა დადიანის - "ჩატეხილი ხიდი") და სხვები.
ელისაბედს საინტერესო როლები აქვს შესრულებული კინოშიც, მაგალითად: "ხანუმა" "ორი მონადირე", "ქალი გაღმა", და "გიორგი სააკაძე“.
ამავე თემაზე: ელისაბედის წარმატებული სამსახიობო კარიერა და თანმდევი ტრაგედიები