კაპიტანი სხირტლაძე - კატინის ტყეში დახვრეტილი გორელი სამხედრო

მაისი 08 2019

პოლონეთში მოღვაწე, ქართველი სამხედრო არკადი სხირტლაძე 1902 წელს გორში დაიბადა. 

ბოლშევიკურ რუსეთთან წარმოებული ხანმოკლე ომისა და რუსეთის მიერი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ( 1918-1921წწ.) სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. არკადი პოლონეთის სამხედრო სკოლაში ჩაირიცხა, სადაც ბიდგოშჩის მფრინავთა სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი კონტრაქტით მსახურობდა პოლონეთის არმიაში. 

არკადი სხირტლაძე პოლონეთში, იანინა კიჩინსკაზე დაქორწინდა. შეეძინათ ორი ქალიშვილი. 

22229888114446

1937 წელს ოჯახი ლვოვიდან დებლინში გადავიდა საცხოვრებლად. 1937-1939 წლებში არკადი სხირტლაძე მფრინავ - ინსტრუქტორად მუშაობდა დებლინის საავიაციო სკოლაში „არწივის მართვეები“.

არკადი სხირტლაძე, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1939 წლის სექტემბრის კამპანიაში ჩაერთო და პირველივე დღეებში დებლინის აეროპორტზე გერმანელების საჰაერო შეტევის დროს დაიჭრა. 

1939 წლის 17 სექტემბერს პოლონეთს აღმოსავლეთიდან უკვე საბჭოთა კავშირი დაესხა თავს და გერმანელთა ფრონტს გარიდებული დაჭრილი კაპიტანი სხირტლაძე ბრესტის მისადგომებთან წითელარმიელებს ჩაუვარდა ტყვედ. თითქმის ერთწლიანი ტყვეობის შემდეგ პოლონეთის არმიის ქართველი მფრინავი ოცი ათასზე მეტ პოლონელ სამხედრო ტყვესთან ერთად კატინის ტყეში 1940 წლის გაზაფხულზე დახვრიტეს.

8888888889555555555555

სხირტლაძესთან ერთად კატინის ტყეში დახვრიტეს აგრეთვე პოლონეთის არმიის კიდევ რამდენიმე ქართველი ოფიცერი, მათ შორის, მაიორი გიორგი მამალაძე და კაპიტანი მიხეილ რუსიაშვილი. კატინში დახვრეტილებს ტყვია უკნიდან, კეფაში ჰქონდათ მოხვედრილი.

კაპიტან სხირტლაძის უფროსი ქალიშვილი, ირინა სხირტლაძე გმირულად დაიღუპა 1944 წლის 14 სექტემბერს, ვარშავის აჯანყების დროს.

59763649 2721063397910778 9023226994652872704 nxzxxZX

2007 წლის 10 მაისს ვარშავის აჯანყების მუზეუმის თავისუფლების პარკში პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა, ლეხ კაჩინსკიმ და მიხეილ სააკაშვილმა, საზეიმოდ გახსნეს პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების ხსოვნისადმი მიძღვნილი სტელა, რომლის სამენოვანი (პოლონური, ქართული და ინგლისური) წარწერა გვამცნობს, რომ მემორიალი ეძღვნება პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცრებს, რომლებმაც 1939–1945 წლებში სიცოცხლე გაწირეს პოლონეთის რესპუბლიკისთვის, ორ ოკუპანტთან ბრძოლაში.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი