მარიამ ტლაშაძე - სახელოვნებო სკოლის ნიჭიერი აღსაზრდელი

Rate this item
(0 votes)

მარიამ ტლაშაძე სულ მალე 13 წლის გახდება. ის ხიდისთავის საჯარო სკოლაში სწავლობს და დიზაინერობაზე ოცნებობს. მიზნის მისაღწევად, მარიამს სამზადისი უკვე დაწყებული აქვს - ხელოვნების მიმართულებით პროფესორ კოტე მეღვინეთუხუცესის სახელობის სახელოვნებო სკოლაში ხალხური რეწვის წრეზეც დადის.

მარიამი აქ ქართულ რეწვას სწავლობს. უკვე შეუძლია ქარგვა პუნჩის ნემსით და ლენტებით. ისწავლა გვირისტებით მუშაობა სქემაზე და ხევსურული ორნამენტების გაკეთება კანვაზე.

„ჩემი პედაგოგია ნინო კორკოტაშვილი, რომელმაც ძალიან შემაყვარა ეს საქმე. ახლა ასევე ვსწავლობთ თექას სველი მეთოდით და ნემსით, ხალიჩის და გობელინის გაკეთებას. ასევე ვამზადებთ ხელნაკეთ სუვენირებს და აქსესუარებს. ვემზადებით გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, მე მაქვს თექით გაკეტებული თაგუნა, ჭიამაია და მანქანა“, - გვიყვება მარიამი.

მარიამს სახლში საკუთარი სამუშაო სივრცეც აქვს - მისი კუთხე პატარა მაგიდა და სკამია, სადაც თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ატარებს.

"მე ამ საქმიანობის შესწავლა მეხმარება ჩემი მიზნის მისაღწევაში, რომ გავხდე წარმატებული დიზაინერი. ამ ეტაპზე, ეს ჩემი მთავარი სუირვილია და ყველაფერს ვაკეთებ, რომ მიზანს მივაღწიო".

მარიამს ყველაზე მეტად მოსწონს ქარგვა გვირისტის ტუში. შენახული აქვს პირველი ნაქარგი ყვავილები და ეს მისთვის სტიმულია, რომ კიდევ ბევრი ხელნაკეთი ნივთი შექმნას.

ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში გამოფენაში მონაწილეობისთვისაც მზად იქნება.

Read 737 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი