ნანიკო წიქარიძე - თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდა ევროპელი ელჩი

Rate this item
(0 votes)

„ვარ აქტიური და თავგადასავლების მოყვარული ადამიანი, ვისაც ყოველთვის აქვს მოტივაცია შრომისთვის, რომელიც ჩემს შემთხვევაში ყოველთვის იღებს ნაყოფს", - ასე იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას ნანიკო წიქარიძე.

ნანიკოს ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში ჰქონდა უამრავი წარმატება - იყო ბრიტანეთის საელჩოს პროექტის პირველ ადგილოსანი, მედიაპროექტ „ეტალონის“ ფინალისტი, საპატრიარქოს თემის კონკურსის და პრეზიდენტის საჩუქრის ღირსი. საბოლოოდ კი, ოქროს მედალოსანი. 

"ჩემი წარმატების ისტორია ჩემი სკოლი კედლებიდან, გორის N11 სკოლიდან იწყება, სადაც მაძლევდნენ ცოდნას, მოტივაციას, განათლებას, მორალსაც. ვიღებდი და ვხარჯავდი უამრავ ენერგიას და შედეგიც ყოველთვის ნათელი იყო. მშობლებისგან, მასწავლებლებისგან და მეგობრებისგან მიღებულმა ცოდნამ მომცა შესაძლებლობა გავმხდარიყავი არაერთი პროექტის გამარჯვებული. ჩემი წარმატების გასაღები ნახევრად სკოლისგან ნახევრად კი ოჯახიდან წამოვიღე”, - ამბობს ნანიკო, თუმცა აღნიშნავს, რომ შრომა მოტივაციასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია.

naniko tsiqaride

2016 წელს ჩააბარა სასურველ უნივერსიტეტში სასურველ ფაკულტეტზე, და აქაც დიდი შრომის შედეგად გახდა "ერასმუს+" პროგრამის გამარჯვებული - უნივერსიტეტმა სრული დაფინანსებით კოპენჰაგენში, დანიაში გააგზავნა სასწავლებლად, სადაც განათლების ფაკულტეტზე სწავლობდა. ფიქრობს, რომ ამით სახელმწიფომ კარგი ინვესტიცია ჩადო მის განათლებაში.

„ასე მივიდა ჩემი გზა ახალგაზრდა ევროპელი ელჩის მანდატამდე. სწორედ დანიაში ცხოვრებისას (დანიაში ვცოვრობდი, თუმცა უშუალოდ ინფორმაცია პარიზში მოგზაურობისას შემატყობინეს) გავიგე, რომ გავხდი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი. ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა, ვიყო ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი ევროკავშირის აღმოსვლეთ პარტნიორ ქვეყნებში. გავაკეთებ ყველაფერს რომ ჩემი ქვეყნის ფასეულობები შევინარჩუნო და ახალი ფურცელი შევმატო ჩვენი წინაპრების სისხლით დაწერილ ქართულ ისტორიას”, - სიამაყით გვიყვება ნანიკო და იმედოვნებს, რომ ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის.

ნანიო ახალგარდებს ურჩევს, ისწავლონ ბევრი და მთელი ძალისხმევა ჩადონ საკუთარი წარმატებისთვის ბრძოლაში. 

Read 470 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი