უერთგულე ერთგულს

წერილები Written by  შაბათი, 24 თებერვალი 2018 09:52 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ანა რაზმაძე

დღესდღეობით, საზოგადოებაში არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია. საზოგადოების აზრი ორ ნაწილად იყოფა, როდესაც საქმე მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებს ეხება.

მიუსაფარ ძაღლებზე საუბრისას საზოგადოების ერთი ნაწილი იმდენად აგრესიულია, რომ ხშირ შემთხვევაში, მზად არიან უსასტიკესი ფორმებით გაუსწორდნენ მათ, ხოლო საზოგადოები მეორე ნაწილი ვეწინააღმდეგებით ძაღლების მიმართ ასეთ მოპყრობას, თუმცა ერთობლივი ძალის გარეშე შეუძლებელია ამ რაოდენობის ცხოველის დაცვა.

რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში აგრესია მშიერი, ავადმყოფი, ნაცემი ძაღლებისგანაც მოდის, მაგრამ ეს იმა არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს უფლება მათ, სიკვდილის განაჩენი მივუსაჯოთ.

გორში უპატრონო ძაღლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება საჭიროა ისე, რომ არც საზოგადოებას და არც მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებს არ მივაყენოთ ზიანი. რადგან რთულია იმის ყურება, თუ როგორ სჯიან უდანაშაულო არსებებს. თუმცა საზოგადოებითვისაც ხშირ შემთხვევაში შემაწუხებელია ამ რაოდენობის ძაღლების თავდასხმას გაუძლოს. რა თქმა უნდა, დამეთანხმებით, რომ გარემოს დაბინძურებაში არა მხოლოდ ადამიანებს არამედ მიუსაფარ ცხოველებსაც მიუძღვით ბრალი. ხშირად შესამჩნევია, რომ ნაგვის ურნიდან ნაგავს ძაღლები ყრიან, რაც იწვევს გარემოს ორმაგად დაბინძურებას. ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაა ხშირ შემთხვევაში გვიან ღამით, გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე.

პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, თუმცა ეს დიდი ოდენობით ფინანსებთანაა დაკავშირებული. ეს პრობლემა შეიძლება, ნაკლები ფინანსებით, რამოდენიმე ხერხით მოგვარდეს.

პრობლემის მოგვარების პირველი ხერხი ის არის, რომ გავზარდოთ ძაღლების თავშესაფრის რაოდენობა ქალაქში და ყველა საჭირო პირობით უზრუნველყოთ იგი. ვფიქრობ ჩვენს ქალაქში იქნება საზოგადოების საკმარისი რაოდენობა, რომლებიც უანგაროდ გაუწევენ დახმარებას თავშესაფარსა და მიუსაფარ ცხოველებს.

აგრეთვე შეგვიძლია კვირაში ერთხელ მოვაწყოთ აქციები უპატრონო ძაღლების დასახმარებლად. აღნიშნული აქციები ხელს შეუწყობს არა მხოლოდ იმას, რომ შეგროვდეს თავშესაფარში განთავსებული ძაღლებისთვის საჭირო ნივთები და პროდუქტი, არამედ მოვახდინოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემსავით კიდევ ბევრ ადამიანს შესტკივა გული მიუსაფარ ცხოველებზე. მათ ის ადამიანებიც შეუერთდებიან და გაუწევენ დახმარებას, ვისაც ამ ცხოველების გარეთ სიარული აწუხებს.


ჩვენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის შეგვიძლია, საკვები მოვიპოვოთ რამდენიმე კვების ობიექტთან მოლაპარაკებით. შევუთანხმდეთ, რომ საკვები პროდუქტები რომლებიც ნარჩენები სახით რჩება, გადმოგვცენ. ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი იქნება მათ გამოსაკვებად. ასეთი ღონისძიებებით შევძლებთ პრობლემის საბოლოოდ გადაჭრას, ისე, რომ არც ძაღლები დავაზარალოთ და არც საზოგადოება. ამასთანავე ხელს შევუწყობთ სისუფთავეს ქუჩებში. ქალაქ გორში მდგომარეობა ამ მხრივ შედარებით გამოსწორდება და ერთი საქმის გაკეთებით ორი პრობლემა მოგვარდება.

Read 1340 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი