პედაგოგი გორიდან, რომელსაც სწავლების საკუთარი მეთოდები აქვს

Rate this item
(0 votes)

"ახალი სკოლის მოდელი" გორის 2 საჯარო სკოლაში ხორციელდება. პროგრამა სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ჩართვას ითვალისწინებს.

ხათუნა იორამაშვილი დაწყებითი კლასების პედაგოგია. ის გორის მე- 2 და მე - 9 საჯარო სკოლებში ასწავლის. ამბობს, რომ საკუთარი პროფესია მისთვის ყველაფერია.

"ორშაბათი ჩემთვის საყვარელი დღეა ბევრისგან განსხვავებით.ჩემი პატარები მელოდებიან სკოლაში.დილის 9 საათზე მეორე სკოლაში  ვარ შემდეგ კი მეცხრე სკოლაში მოვდივარ.ენერგიას და ძალას ისევ ჩემი საქმიდან ვიღებ", - გვეუბნება ხათუნა.

მიაჩნია, რომ პედაგოგი ყველა სიახლის შესახებ საქმის კურსში უნდა იყოს. ამბობს, რომ მუდმივი გადამზადება აუცილებელია.

"ვცდილობ,რომ თანამედროვე მასწავლებელი ვიყო და ფეხი ავუწყო სიახლეებს. სხვაგვარად, უბრალოდ არაფერი გამოვა".

ახალი სკოლის მოდელი გორის ორ საჯარო სკოლაში ხორციელდება. ხათუნა ორივეგან ჩართულია.

"გამიმართლა და ორივე სკოლაში, სადაც მე ვასწავლი, სწავლების ახალი პროექტი დაიგეგმა. ამ პროექტის ფარგლებში სწავლა კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გახდება. ეს თაობა ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებული თაობაა,მათ ძალიან ბევრი რამ იციან,ბევრ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. მე მხოლოდ გეზის მიმცემი ვარ მათთვის".

ხათუნას სწავლების განსხვავებული მიდგომა აქვს. იმპროვიზირებული სწავლება მისთვის დამახასიათებელია.

"ახლახანს მეცხრე სკოლაში დავით აღმაშენებელზე გვქონდა გაკვეთილი. პატარებმა მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია და ერთად გადავწყვიტეთ დიდგორის ბრძოლის წარმოდგენა გაგვეთამაშებინა. გვყავს მეფეც, მეომრებიც და თურქ - სელჩუკთა არმიაც. იარაღებიც პატარებმა მოამზადეს თავისი ხელით. ასე უფრო უადვილდებათ სწავლა და გააზრება. სასწავლო პროცესიც თავისთავად სახალისოა“.

48 წლის პედაგოგი ხშირად ესწრება სხვადასხვა ტრენინგებს. ამბობს, რომ "ახალი სკოლის მოდელი" პედაგოგებს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მისაღწევად სრულ თავისუფლებას აძლევს.

 

 

Read 3644 times Last modified on ორშაბათი, 15 აპრილი 2019 13:28

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი