მოსწავლე, რომელიც სკოლაში და რეპეტიტორებთან ველოსიპედით დადის

Rate this item
(0 votes)

17 წლის მარიამ ვეშაპური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს. გამოცდებისთვის მოსამზადებლად კი, კვირის განმავლობაში, რამდენიმე რეპეტიტორთან სიარული უწევს. 

მარიამი, ძირითადად, ველოსიპედით გადაადგილდება. მისთვის ეს ტრანსპორტი გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა.

“ჩემთვის კვირის ყველაზე დატვირთული დღე პარასკევია. როგორც ყოველთვის, დილა მამას შეძახილით იწყება. ის ხომ ჩემი ცოცხალი მაღვიძარაა. ვსადილობ და სკოლაში მივდივარ. დღის განმავლობაში, სამ მასწავლებელთან მიწევს მისვლა და ამაში ჩემი "მეგობარი", ველოსიპედი მეხმარება“, - ამბობს მარიამი.

მარიამი ყოველდღე გორში სოფლიდან ჩამოდის. ამბობს, რომ დამღლელი გზის მიუხედავად, მასწავლებელთან მისვლა არ ეზარება.

“დღის განმავლობაში, რამდენიმე რეპეტიტორთან მისვლა მიწევს. მერე ისევ უკან, სოფელში ვბრუნდები. იქაც მასწავლებელი მაქვს და სოფელში სულ ველოსიპედით დავდივარ". 

ველოსიპედით გადაადგილებისას, მარიამი მუსიკას უსემენს. ეს დაღლილობას უხსნის.

“ეს ორი რამ, ველოსოპედი და მუსიკა, ჩემი დღის მთავარ ატრიბუტს წარმოადგენს. ასეთი დამღლელი დღის შემდეგ, კვლავ პოზიტიურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ შაბათ-კვირა მოდის და დამღლელი კვირის შემდეგ, განტვირთვისთვის 48 საათი მაქვს“, - ამბობს მარიამი.

 

Read 2439 times Last modified on ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019 09:31

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი