გორში, წერეთლის ქუჩაზე თაკო ხელნაკეთ აქსესუარებს გაყიდის

Rate this item
(0 votes)

24 წლის თაკო მაისურაძე, ერთ წელზე მეტია, ხელნაკეთ აქსესურებს ქმნის. მას მალე საკუთარი მაღაზია ექნება.

პროფესიით სამართალმცოდნე ნივთებს სხვადასხვა მასალით ამზადებს. ამჟამად, ძირითადადა აქსესუარებზე მუშაობს. 

“ძირითადად, ვიყენებ შუშის თვლებს, ხანდახან ბუნებრივ ქვებსაც ვიყენებ. ვაკეთებ აბადოკებს, საყურეებს, ბროშებს, ნაქსოვ ჩანთებს და ასე შემდეგ“, - ამბობს თაკო.

თაკომ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა და მომავალში საკუთარი პროფესიით მუშაობას აპირებს. იქამდე კი გეგმავს, შემოქმედებითი უნარები კიდევ უფრო განივითაროს და საკუთარი საქმე მასშტაბური გახადოს.

“ჩემი პროფესიით ჯერ არ მიმუშავია, თუმცა ვფიქრობ, მომავალში აუცილებლად გავყვები. ჯერჯერობით, ხელნაკეთი აქსესუარების შექმნით ვარ დაკავებული და ვცდილობ, უფრო მეტად განვითარდე.“ 

თაკომ აქსესუარების გაყიდვა ინტერნეტით დაიწყო, ახლა კი უკვე მაღაზიის გახსნაზე მუშაობს.

“ფეისბუქზე მაქვს ჩემი გვერდი, სადაც ჩემს გაკეთებულ აქსესუარებს ვდებ და ვისაც მოსწონს, მეხმიანება და ყიდულობს. თუმცა გადაცწყვიტე, რომ რამდენიმე დღეში, წერეთლის ქუჩაზე მაღაზიაც გავხსნა და დაინტერესებულ ადამიანებს შეეძლებათ მოვიდნენ და სასურველი აქსესუარი შეარჩიონ. ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი გაამართლებს“, - გვითხრა თაკომ.

თაკო ხელნაკეთი აქსესუარების ნახვა, მაღაზიის გახსნამდე, ფეისბუქ გვერდზე Taki Handmade შეიგიძლიათ.

Read 1331 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი