გორელი სამხედრო, რომელიც ცხინვალში სხვების გადასარჩენად შევიდა და დაიღუპა

აპრილი 01 2019

ჭალი - კვერნაკის დასახლებაში, ერთ - ერთ მთავარ ქუჩას ირაკლი აბრამიშვილის სახელი ჰქვია. ადამიანი, რომელიც ცხინვალში სხვების გადასარჩენად არაერთხელ შებრუნდა, თავად დაიღუპა.

16 აგვისტოს ირაკლი აბრამიშვილს ცოლი უნდა მოეყვანა. სამსახური საქმის კურსში ჩააყენა, რომ ამ დღისთვის შვებულება მიეცათ.

მაგრამ ომი დაიწყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის მომიზეზებით შეეძლო საბრძოლო მოქმედებების ზონაში არ წასულიყო.

56164095 2541866246040212 4551935726190592000 nty

ირაკლი შსს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მებრძოლი იყო. 6 აგვისტოს სახლიდან უკანასკნელად გავიდა.

ირაკლის ოცეულს ცხინვალის რეგიონიდან დაჭრილი ქართველი მებრძოლების სამშვიდობოს გამოყვანა ევალებოდა. 2 დღის განმავლობაში, საბრძოლო ეპიცენტრში მინიმუმ სამჯერ შევიდნენ.

8 აგვისტოს მისი ჯგუფი ჩასაფრებაში მოჰყვა. ტყვიებისგან დაცხრილული მანქანა გადაბრუნდა. ეკიპაჟის გადარჩენილმა წევრებმა ახლოს მდებარე შენობას შეაფარეს თავი.

56190019 399836497516076 1698623681116241920 nfsdfsd

მას შემდეგ ირაკლი აბრამიშვილის კვალი დაიკარგა. რამდენიმე თვე უგზო - უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევდნენ. 

23 იანვარს ირაკლის ოჯახს დნმ - ის პასუხი აცნობეს. პატარა იმედი, რომ ირაკლი ცოცხალი, თუნდაც ტყვედ ჩავარდნილი ყოფილიყო, ოჯახს გაუქრა. 

ირაკლი აბრამიშვილი 1974 წელს დაიბადა. ქუჩას, სადაც ირაკლი იზრდებოდა, მის საპატივსაცემოდ, ირაკლი აბრამიშვილის სახელი უწოდეს. 

56301740 1019952694862812 2694742621305176064 nsvbn

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი