გორიდან ამერიკაში - ანა კოჩუაშვილი საოცნებო რეალობაში

Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკა" აქვეყნებს გორის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა კოჩუაშვილის წერილს, რომელიც მან FLEX-ის პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას დაწერა.  

1 წლის წინ, 9 მარტს, ზარი მივიღე Flex პროგრამიდან, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ამ პროგრამამ მომცა ის, რაზეც მხოლოდ ოცნებას თუ შევძლებდი. დიდი სამზადისის და ტრენინგების შემდეგ, 1-ლ აგვისტოს გამოვემართე ოცნების ქვეყანაში 25 ქართველ ფლექსელთან ერთად.

მოვხვდი შტატ აიოვაში, რომელზეც შეიძლება ბევრ ინფორმაციას არ ვფლობდეთ, მაგრამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის შტატი, სადაც უამრავ კარგ ადამიანს შეხვდები. ვცხოვრობ პატარა ქალაქ Pleasantville-ში , ჩემს მასპინძელ ოჯახთან ერთად.

საუკეთესო გზა იმისთვის, რომ გაიცნო რა სტილით ცხოვრობენ ამერიკელები და როგორ იზრდებიან, არის სკოლა, სადაც ნათლადაა შესაძლებელი იმის დანახვა, თუ რამდენად განსხვავდებიან ამერიკელი და ქართველი სკოლის მოსწავლეები ერთმანეთისგან. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სკოლა მხარს მიჭერს და მეხმარება ყველანაირად იმაში, რომ ინტეგრირება მოვახდინო განსხვავებულ გარემოში და ამაში თანაკლასელებიც მეხმარებიან.

ამერიკულ სკოლაში იმაზე დატვირთული გრაფიკია, ვიდრე საქართველოში იყო. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლა იწყება 9:10 საათზე და დაახლოებით 17:00 საათამდე სახლში ვერ ვახერხებ დაბრუნებას. მიუხედავად ამისა, სკოლაში მაქსიმალურად მაქვს შესაძლებლობა, ავითვისო ახალი ინფორმაცია და ასევე გვაქვს გამოყოფილი დროც საშინაო დავალების კლასსშივე შესასრულებად. სკოლის საუკეთესო ნაწილი კლასში ჩატარებული აქტივობებია, რომელიც ძალიან დამეხმარა ბავშვებთან დაახლოებაში. კლასები არჩევითია, თუმცა არის საგნები რომელიც სავალდებულოა გაიარო.

პირადად მე აღებული მაქვს ამერიკის ისტორია, გუნდი, ფინანსები, სპორტი, ეკონომიკა, გარემოსდაცვითი მეცნიერება, მათემატიკა (precalculus), ფსიქოლოგია. სკოლის შემდეგ კი,  ე.წ. Track and fields იწყება. სკოლის გარეთ აქტიურად ვარ ჩართული ორგანიზაცია World Link-ის სხვადასხვა პროექტებში. ესაა ორგანიზაცია, რომელმაც მომიძებნა ოჯახი და მთელი წლის განმავლობაში მონიტორინგს უწევს ჩემს ურთიერთობას ოჯახთან, სკოლასთან  და პრობლემის შემთხვევაში, დახმარებას გვიწევს თითოეულ ჩვენგანს. ორგანიზაციაში დაახლოებით 40 ბავშვია აიოვაში, აქედან 4 ქართველი ვართ. იმაზე კარგი კი არაფერია, შეხვდე გაცვლით სტუდენტს და გაეცნო განსხვავებულ კულტურას. ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი სწორედ ისაა, რომ მყავს მეგობრები არა მარტო ამერიკიდან არამედ ევროპიდან, აზიიდან, აფრიკიდან და სამხრეთ ამერიკიდანაც კი. ის შესაძლებობა, ცოდნა და გამოცდილება რასაც ვიღებ და მივიღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თვე ნახევარში ვბრუნდები სახლში და ძალიან უცნაური შეგრძნებაა იმის გაანალიზება, რომ ასე უცბად გაიარა ერთმა წელმა. მიუხედავად ამისა, მეამაყება იმის თქმა, რომ ფლექსელი მქვია და მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომლებმაც ჩემი გაცვლითი წელი გაალამაზეს. ნამდვილად საუკეთესო გამოცდილებაა, იყო გაცვლითი სტუდენტი და იცხოვრო განსხვავებულ გარემოში . თუმცა, მალე დამთავრდება ჩემი გაცვლითი წელი, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.

 

 

Read 2208 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი