გორელი ფერმერი, რომელმაც ცხოველების ხელოვნური განაყოფიერებით, წარმატებული ბიზნესი შექმნა

Rate this item
(0 votes)

ილია მთვარელიძე პროფესიით ზოოტექნიკოსია. სამსახურიც პროფესიის შესაფერისი აქვს - 600 კვ.მ მოწყობილ ფერმაში 100 - ზე მეტ ღორი მოაშენა.  

ილიას ბიზნეს-იდეა ღორების მოშენების შესახებ წარმატებული აღმოჩნდა. ამბობს, რომ თავდაპირველად 18 გოჭი შეიძინა. მცირე ზომის ფერმა, რომელსაც ის ხუმრობით ეძახდა, სახლის მხოლოდ ერთ ოთახში იყო განთავსებული. ბიზნესის განვითარების კვალდაკვალ მას ფერმის გაფართოებაც მოუწია. დღეს მისი ფერმა 600 კვ.მ - ზეა აშენებული.

“2016 წლის მარტში გადავწყვიტე ღორების ფერმა გამეკეთებინა, საწყის ეტაპზე 18 გოჭი მყავდა ერთ ოთახში, შემდეგ ავითვისეთ სახლის პირველი სართული, ჩვენი ფერმა გაიზარდა და გოჭები სახლის მეორე სართულზეც ავიყვანე. მე თავად დავიწყე  ბიობაქტერიის გამოყენება, რომელიც ვოლიერში იყრება ნახერხზე, აღარ აქვს სუნი და ვოლიერის სისუფთავეს უწყობს ხელს. ფერმერს უადვილებს საქონლის მოვლას. ახლა ჩემი ფერმა 600 კვადრატულ მეტრზეა", - გვიყვება ილია.

ილია 38 წლისაა. ზოოტექნიკობა ბავშვობაშივე გადაწყვიტა. 

“ბავშვობაში, ოჯახში გვყავდა მტრედები, თევზები, ჩიტები, ზაზუნები ძაღლები, ქვეწარმავლებიც კი გვყოლია.  პატარა ასაკიდან  ვიცოდი, რომ ვეტერინარი უნდა გამოვსულიყავი. როცა ზოოტექნიკოსის ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა, გამიჩნდა ინიციატივა, რომ გამეხსნა ზოომაღაზია. ასე დაიწყო ჩემი მცირე ბიზნესი“

ამბობს, რომ მეცხოველეობის დარგში, ყველა ტრენინგს თუ სემინარს ესწრება. მიაჩნია, რომ სიახლის ათვისების გარეშე წარმატებას უბრალოდ ვერ მიაღწევ. დღეს ის საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას სხვებსაც უზიარებს.

"GIPA - ში ტარდებოდა ტრენინგები მეცხოველეობის დარგში. კურსებზე ხელოვნური განაყოფიერება და კვების ახალ ტექნოლოგიები შევისწავლე. 

"დავდიოდი სოფლებში, ვეწეოდი აგიტაციას, გლეხებს ვარწმუნებდი ახალი მეთოდების ეფექტურობაში. ამან გადამაწყვეტინა გამეკეთებინა ფერმა და ჩემს მაგალითზე მეჩვენებინა გლეხებისთვის ის, რასაც სიტყვიერად ვეუბნებოდი“

gorebi 22324

ზოოტექნიკოსის თქმით, მეცხოველეობის დარგში ახალი მეთოდების უპირატესობაში გორელი ფერმერების დარწმუნება რთული აღმოჩნდა.

"სკეპტიკურად უყურებდნენ ფერმერები ღორების და ძროხების  განაყოფიერებას. უნდობლობა იყო მათი მხრიდან, მაგრამ როდესაც ხედავდნენ, რომ ხელოვნურად განაყოფიერებული საქონელი უკეთესი ჯიშის იყო, ინტერესი იზრდებოდა. ფერმერები ხვდებიან, რომ უარყოფითი მხარე არაფერი აქვს, ღირებულებაც უფრო მეტია“.

ილია ამბობს, რომ მზადაა უსასყიდლოდ გაუწიოს რეკომენდაციები დამწყებ ფერმერებს და დაეხმაროს საქმის წამოწყებაში.

Read 2529 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი