აპლოდისმენტები 4 წლის ასაკში და 44 წელი სცენაზე - ზურაბ ბერიძის ისტორია

Rate this item
(0 votes)

გორში მოღვაწე ქორეოგრაფ ზურაბ ბერიძის მომავალი საქმიანობა 4 წლის ასაკში, საბავშო ბაღის ღონისძიებაზე, ცეკვის შემდეგ მიღებულმა აპლოდისმენტებმა განსაზღვრა.

"4 წლის ვიყავი, საბავშვო ბაღის ღონისძიებაზე მთიულური ცერებზე დგომით ვიცეკვე. იმდენად დიდი იყო მაყურებლის ოვაცია, მე დღესაც მახსოვს ოვაციებისაგან გამოწვეული ჩემი უსაზღვრო სიხარული. სხვისთვის თითქოს ამ უმნიშვნელო წუთებმა, მთელი ჩემი მომავალი განსაზღვრა. მაშინ გადავწყიტე, რომ კიდევ უკეთესად უნდა მეცეკვა და მიმეღო უფრო მეტი აპლოდისმენტი“, - იხსენებს ზურაბ ბერიძე.

ზურაბ ბერიძემ 1992 წლიდან ქორეოგრაფიული მოღვაწეობა ერედვის კულტურის სახლში დაიწყო.

"90-იანი წლებში, ერედვიდან რამოდენიმე კილომეტრში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ვაცნობიერებდი, რომ ერედვში მცხოვრები ადგილობრივებისათვის თანადგომა მნიშვნელოვანი იყო, წავედი ერედვში, შევქმენი ცეკვის წრე და დავიწყე რეპეტიციები. ხშირად რეპეტიცია სროლების ხმის ფონზე ჩაგვიტარებია", - გვეუბნება ზურაბი.

ZURAB BERIDZE WARMATEBEBI QOREOGRAFIA

ზურაბ ბერიძის სარეპეტიციო დარბაზში ასეულობით სერტიფიკატი, სიგელი და მედალიონია. მოღვაწეობის განმავლობაში, მრავალი ქვეყნის ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული, ჯერ როგორც მოცეკვავეს და შემდეგ ქორეოგრაფს.

"ბევრი ქვეყნის შემოქმედებით ფესტივალში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა. ნამდვილად გვაქვს იმისი ფუფუნება, რომ ჩვენი ხალხური შემოქმედებით ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია ნებისმიერ სახელმწიფოში მოვახდინოთ. გარდა ამისა, ჩვენი საფესტივალო ტურების დროს საზღვრებს გარეთ ძალიან ვახარებთ ქართველ ემიგრანტებს. მოდიან ღონისძიებებზე, მოჰყავთ ის ადამიანები, ვისთანაც მუშაობენ და სიამაყით უყვებიან საქართველოს კულტურის შესახებ", - ამბობს ზურა.

ზურაბ ბერიძე 1994 წლიდან დღემდე გორის კულტურის სახლში ცეკვას ასწავლის.

 

Read 1857 times Last modified on კვირა, 31 მარტი 2019 14:55

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი