საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს ახალგაზრდები ტოვებენ - ეს პრობლემაა

ხალხის ხმა Written by  სამშაბათი, 26 მარტი 2019 17:57 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: გიგა ბაბუციძე, მოსწავლე

ჩემი სოფელი საზღვრის პირა ნიქოზია. ჩემს სოფელში ერთ-ერთი პრობლემა ახალგაზრდების მიგრაციაა.

როდესაც სწავლას ამთავრებენ, ისინი ტოვებენ სოფელს და სწავლის გასაგრძელებლად მიდიან ქალაქებში. სამწუხაროდ, სწავლის დამთავრების შემდეგ, ბევრი მათგანი სოფელში აღარ ბრუნდება. ეს განაპირობებს იმას, რომ სოფელი იცლება.

ამას თავისი მიზეზები აქვს. მაგალითად, ახალგაზრდებისთვის პრობლემაა ის, რომ სოფელში არ არის სპორტული დარბაზები, სტადიონები, რაც მათ ჯანსაღი წესით ცხოვრების სტიმულს მისცემდა.

ჩემი აზრით ვითარება უნდა შეიცვალოს, რათა გამყოფი ხაზისპირა სოფლები უფრო გამაგრდეს.

როდესაც სოფელში არ არის სტადიონი და თავშეყრის ადგილები, ბავშვებს სურვილი აქვთ, რომ დატოვონ იქაურობა.

ჩემი სოფლის ახალგაზრდები ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ, რომ მომავალმა თაობამ მოინდომოს სოფელში ცხოვრება. ამაში გვეხმარება საინფორმაციო ცენტრი "თანხმობა" და მისი შვილობილი ორგანიზაცია ,,იმედის სხივი”-ს თავჯდმოარე ნინო მინდიაშვილი.

ჩვენ გავაკეთეთ ბიბლიოთეკა, სხვადასხვა სპორტული აქტივობები და ინტელექტუალური თამაშები.

ვითარების გაუმჯობესებისთვის, საჭიროა, რომ უფრო ბევრი ახალგაზრდა ჩავრთოთ ჩვენს მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებში, ჩავუტაროთ მათ ტრენინგები და გავუღრმაოთ არაფორმალური განათლება.  უნდა მოვახერხოთ და შევუქმნათ მათ ისეთი გარემო, სადაც დროის გატარება ენდომებათ. 

სოფელში ცხოვრება უნდა გახდეს ახალგაზრდებისთვის საინტერესო. 

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და  შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 430 times Last modified on სამშაბათი, 26 მარტი 2019 18:14

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი