ემიგრაციიდან საკუთარ ბიზნესამდე - ლევან ნაცვლიშვილის ფეხსაცმელების ისტორია

Rate this item
(0 votes)

18 წლის იყო, საქართველო რომ დატოვა. ეკონომიკური პრობლემების გამო, სამუშაოდ თურქეთში წავიდა. 10 წელი ემიგრაციაში გაატარა. ფეხსაცმელების კერვაც იქ ისწავლა. შემდეგ კი, სამშობლოში დაბრუდა და თავისი ბიზნესი დაიწყო - ასეთია 29 წლის ლევან ნაცვლიშვილის ისტორია.

ლევანი ამჟამად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში ცხოვრობს. საკუთარ სახლში პატარა სახელოსნო აქვს გახსნილი და ფეხსაცმელებს კერავს.

“ერთი წელია, რაც ჩამოვედი. წამოვიწყე მცირე ბიზნესი. სახლში გავხსენი ფეხსაცმლის სახელოსნო. მხოლოდ ვკერავ, განახლება არ ხდება ჩვენთან. მასალა მოდის იკერება და იქმნება ფეხსაცმელი“, - გვიხსნის ლევანი.

პირველი ფეხსაცმელი, რომელიც ლევანმა შეკერა, კლასიკური სტილის იყო. ახლა ძირითადად, შეკვეთებზე მუშაობს და ცდილობს, კლიენტების სურვილებს მოერგოს.

“ხალხის ინტერესი დიდია. ვიღებ შეკვეთებს და ვქმნი ისეთ ფეხსაცმელს, როგორიც მათ სურთ. იკერება როგორც მამაკაცის ისე ქალის ფეხსაცმელი. ამ საქმეში მთელი ოჯახია ჩართული, ისინი ყველანაირად მეხმარებიან“, - ამბობს ლევანი

რადიო "მოზაიკას" ლევნი უყვება, რამდენი დრო და ენერგია მიაქვს ერთი ფეხსაცმლის შეკერვას.

"ვცდილობთ, რომ ხარისხიანი ფეხსაცმელი შევკეროთ. ყველა დეტალს დიდ ყურადღებას ვაქცევთ. გვიდა, რომ ჩვენი კლიენტი შედეგით კმაყოფილი იყოს. ამას კი ბევრი დრო და ენერგია მიაქვს".

ლევანი მზადაა, მსურველებს საკუთარი ცოდნა გაუზიაროს და ფეხსაცმელების კერვა ასწავლოს.

"ახალგაზრდა თაობა ნაკლებად ინტერესდება ამ პროფესიით, არ მინდა ეს საქმე დავიწყებას მიეცეს. თუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი ფეხსაცმლის შეკერვა ისწავლოს, სიამოვნებით ვასწავლი. ეს პროფესია ბევრ შრომას მოითხოვს, მაგრამ მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ“, - აღნიშნა ლევანმა

სამომავლოდ ლევანს ბიზნესის გაფართოება სურს. ის საკუთარი მაღაზიის გახსნას აპირებს.

 

Read 2281 times Last modified on პარასკევი, 22 მარტი 2019 07:16

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი