11 წელი გორის ცხოვრებაში - "კანუდოსის" ისტორია

Rate this item
(0 votes)

გორის ჯაზ-ბენდს "კანუდოსი" 11 წელი შეუსრულდა.

ნიკო ღვინიაშვილი კანუდოსის ჩამოყალიბებიდან დღემდე ბენდის უცვლელი წევრია. სახელწოდება „კანუდოსი“ მისი შერჩეულია. ამბობს, რომ ბევრი სირთულე გამოიარა ჯგუფმა. სხვადასხვა მიზეზები გამო, ბენდის წევრები მიდიოდნენ და უწევდათ ახალი მუსიკოსების მოძიება.

"2007 წელს დავიბადეთ. ბენდის სახელი “კანუდოსი“ ჩემი იდეა იყო, თავიდან გია არ მეთანხმებოდა, იყო სხვა ვერსიებიც, მაგრამ მაინც კანუდუსი გადაწყდა. რა თქმა უნდა, ის შემადგენლობა არ ვიყავით, რაც ახლა ვართ. გვყავდა სხვა გიტარისტი დავით კარელიძე. მერე მოვიდა რამაზ ნადირაძე, სოლო გიტარა და დიდი ხნით დავრრჩით ეს შემადგენლობა. დრამზე იყო არჩილ ბაინდურაშვილი, ბას გიტარა გია დალაქიშვილი, ფლეიტა თორნიკე ლომსაძე. გიამ შემოგვთავაზა, გვყოლოდა ვოკალისტიც და ავიყვანეთ ციცი ფისაძე. ციცის წასვლის შემდეგ, იყო თეო ნიაზაშვილი. ახლა ჩვენს ბენდში ვოკალისტად ირიცხებიან, თეო ლომსაძე და ანა შიოშვილი", - იხსენებს ნიკო. 

პირველი კონცერტზე ბენდს მხოლოდ ერთი კომპოზიცია ჰქონდა, და ქავერ ვერსიებს ასრულებდნენ.

"2007 წელს გვქონდა პირველი კონცერტი გიმნაზიაში. ერთი კომპოზიცია იყო ჩვენი, დანარჩენი ქავერ ვერსიები. საწყის ეტაპზე მხოლოდ ქალაქის კონცერტები გვქონდა, გვიწვევდნენ საღამოებზე და ვასრულებდით, ერთ ან ორ მუსიკალურ ნომერს."

"კანუდოსის" მუსიკა მრავალფეროვანია. ბენდის თითოეული წევრი ორიენტირებულია სიახლეზე და არ უშინდება გამოწვევებს. როგორც ამბობენ, პირველი წლები საკუთარი ნიშის პოვნისთვის დასჭირდა. 

"2011 წელს თორნიკემ საქსაფონი შემოიტანა და მივიღეთ მეტი ჟღერადობა. საქსაფონი თავიდან ბოლომდე ჯაზური ინსტრუმენტია. ამან თავისი ელფერი მისცა და გაავსო ჩვენი მუსიკა ფერებით. ფლეიტას ისევ ვიყენებთ. 11 წლისები ვართ, ფაქტიურად პირველი ნახევარი დასჭირდა საკუთარი ნიშის პოვნას. ჩვენი მიმდინარეობა ახლა უფრო ჯაზ პროგრესივია, უფლება აქვს სხვადასხვა ჟანრები შეითვისოს."

kanudosi istoriaaaa 20

2015 წელს ბენდიდან წავიდა არჩილ ბაინდურაშვილი და მიხო ჯინისიანი შეემატათ.

"როდესაც კანუდოსი შეიქმნა მე პატარა ვიყავი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ წლების მერე დავუკრავდი ამ ბენდში. სიამოვნებით დავთანხმდი, ეს იყო უდიდესი გამოწვევა ჩემთვის, ჩამოყალიბებულ ბენდთან ერთად უნდა დამეკრა. სიმართლე გითხრათ ცოტა შემეშინდა, რამდენად შევძლებდი. გამიმართლა რომ ის მუსიკა დამხვდა რაც მიყვარდა, თან გარემოა ისეთი, რომ ჩემი ოჯახია ფაქტობრივად. 2015 წელს ჩემი ბენდში მოსვლისთანავე გვქონდა სოლო კონცერტი, რომელიც ძალიან საპასუხისმგებლო და სანერვიულო იყო."

ნიკო ბენდის წარმატებაზე ბევრს არ საუბრობს ,თუმცა ორ მნიშვნელოვან გასტროლს გამოარჩევს, რომელმაც დიდი გამოცდილება შესძინათ. ყველაზე საპასუხიმგებლო საკუთარი ალბომის ჩაწერა და გამოცემა აღმოჩნა

"2018 წელს გამოვუშვით საკუთარი ალბომი, აქ თავმოყრილია ჩვენი რამოდენიმეწლიანი შრომა. ამ წლების განმავლობაში, ორი მნიშვნელოვანი გასტროლი გვქონდა, პოლონეთის "ჯაზჯამბორე" და თურქეთში "ხელოვნების ფესტივალი". საქართველოში იყო კავკასიის ჯაზფესტივალი და ორჯერ კავკაზ ჯაზფესტივალი."

კანუდოსის მუსიკა სპექტაკლშიც ჟღერს. ბენდის წევრები, ერთ-ერთ მნიშვნეოვან გამოწვევად სწორედ ამ პროექტს მიიჩნევენ. 

"20 მდე კომპოზიცია გვაქვს. ჩვენი ერთ - ერთი ოცნება იყო, რომ სპექტაკლისთვის დაგვეწერა მუსიკა. „ლურჯი სიჩუმე“ შეიქმნა და დაგვირეკეს თეტრიდან, რომ სჭირდებოდათ სპექტაკლისთვის მუსიკა. „ფანჯრებს იქით“ ამ სპექტაკლში აჟღერდა ჩვენი მუსიკა. ვფიქრობთ თავი გავართვით ამ გამოწვევას."

სოლო კონცერტი კანუდოსმა მიმდინარე წლის 7 მარტს ჩაატარა. სამომავლოდ დაგეგმილი აქვთ ოთხ ახალ კომპოზიციაზე კლიპის გადაღება.

Read 323 times Last modified on ხუთშაბათი, 14 მარტი 2019 13:07

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი