გერმანელების ნადირობა სტალინზე

თებერვალი 19 2018

1944 წელს წითელი არმიის ზურგში ორი რუსი აგენტი გადასხეს. ორივეს თითო სპეცნაღმის კომპლექტი ჰქონდა. 

1944 წლის ზაფხულისათვის გერმანელებს უკვე დაკარგული ჰქონდათ ის უპირატესობა, რაც ომის დაწყებისას მოიპოვეს. საგარეო საქმეთა მინისტრს, იოჰამ ფონ რიბერტორპს თავში სტალინის ლიკვიდაციის იდეა მოუვიდა და გააცნო კიდეც გერმანიის უშიშროების სამსახურის საგარეო დაზვერვის თავკაცს, SS-ის ბრიგადენფიურერ ვალტერ შელენბერგს. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა დასაშვებად მიიჩნია სტალინის რომელიმე საერთაშორისო კონფერენციაზე თავდასხმა.

შელემბერგმა თავდაპირველად გაიფიქრა, რიბენტროპი ძალიან გადაიღალა და მოჩვენებები დაეწყოო. მით უმეტეს, ერთ წლის წინ მსგავსი ცდა ხმაურიანი მარცხით დასრულდა. მაშინ თეირანში მესამე რაიხის მთავარი დივერსანტი შშ-ის ობერშტურმბანფიურერი ოტო სკორცენი სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის ლიკვიდაციას შეეცადა. მაგრამ ოპერაცია “გრძელი ნახტომი“ მარცხით დასრულდა და სკორცენმა ძლივს გამოასწრო ლავრენტი ბერიას აგენტებს.

 

28278709 2052137934803331 1833082477 o

 

როცა შელენბერგმა ეს ამბავი თავის შეფს, SS - ის რაიხსფიურერ ჰიმლერს მოახსენა, მოულოდნელად შეფმა იდეა მოიწონა და მისი შესრულების ბრძანება გასცა. მალე შელენბერგის უწყებამ საიდუმლო ლაბორატორიიდან მიიღო პორტატული რადიოტალღებით მართვადი ნაღმი, რომელიც შარაგზის ტალახად იყო შენიღბული. პორტსიგარში დამონტაჟებული მოკლეტალღიანი გადამცემი მას 11 კმ-ის სიშორდან აფეთქებდა.

1944 წლის შემოდგომაზე წითელი არმიის ზურგში პარაშუტებით ორი რუსი აგენტი გადასხეს. ორივეს თითო სპეცნაღმის კომპლექტი ჰქონდა. ერთ-ერთი დივერსანტი სტალინის გარაჟის მექანიკოსს იცნობდა. სავარაუდოდ, მას ნაცნობობა უნდა განეახლებინა, შეეღწია ავტომობილების სადგომში და სტალინის მანქანის ძირზე ნაღმი მიემაგრებინა. მაგრამ, როგორც შემდეგ შელენბერგმა აღიარა, ეს ორი დივერსანტი ისე გაქრა, რომ მასზე ვერავინ ვერაფერი შეიტყო.

შელენბერგის უწყების საიდუმლო ლაბორატორიის სპეციალისტები შეუდარებელ ფანტაზიასა და კონსტრუქტორულ ნიჭს ავლენდნენ, დივერსიული აქტებისათვის უჩეულო და უნიკალურ მოწყობილობებს იგონებდნენ. ასეთი იყო panzerkhnacker-ი, რომელიც პალტოს სახელოშ მაგრდებოდა. ამ იარაღის რეაქტიული ყომბარა 45მმ სისქის ჯავშანს ხვრეტდა და 9-ჯერ შეეძლო გასროლა. გერმანელები მისი საშუალებით აპირებდნენ სტალინის დაჯავშნული ავტომობილის აფეთქებას.

28313552 2052137911470000 1395799784 n

თუმცა ეს სათადარიგო ვარიანტი იყო. ძირითადი კი ითვალისწინებდა მინიატურული პისტოლეტის გამოყენებას, რომელიც კალმად იყო შენიღბული და მოწამლულ ფეთქებად ტყვიებს ისროდა. აგენტს გმირი საბჭოთა მებრძოლის სახით უნდა შეეღწია კრემლში სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის დროს, რომელსაც ხშირად სტალინიც ესწრებოდა და ერთი გასროლით მოეკლა იგი.

აბვერის მესვეურები დიდხანს ეძებდნენ ამ ურთულესი აქის შემსრულებელს. ბოლოს არჩევანი შეჩერდა სადაზვერვო სკოლის კურსანტ პიოტრ ტავრინზე, რომელიც გერმანელების მხარეს 1942 წლის 30 მაისს გადავიდა. 

ამ ადამიანის ნამდვილი გვარი შილო იყო. იგი 1932 წელს სარატოვის ქალაქის აღმასკომში მუშაობდა. მან კარტის თამაშში დიდი თანხა წააგო და ვალი სახაზინო ფულით გადაიხადა. შემდეგ ახალი საბუთები იშოვა და ამხანაგი ტავრრინი გახდა. დაამთავრა უმცროს მეთაურთა კურსები და მოხერხებულ დროს გერმანელთა მხარეს გადავიდა. აქ იგი თვალშ მოხვდა კომპარტიის მოსკოვის რაიკომის ყოფილ მდივან გენადი ჟლენკკოვს, რომელიც „რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის“ შემქმნელის, გენერალ ვლასოვის მარჯვენა ხელი იყო. ჟლენკოვმა გერმანელები ტავრინის სანდოობაშ დაარწმუნა და მისთვის სტალინზე თავდასხმის ოპერაციის შესრულება შესთავაზა. აბვერის შეფმა, ადმირალმა კანარისმა, მოიწონა ჩანაფიქრი და დათანხმდა.

1944 წლის 6 სექტემბერს გამთენიისას ფრონტის ხაზი გერმანულმა თვითმფრინავმა გადაკვეთა და სოფელ კარმანოვოსთან დაეშვა. თვითმფრინავიდან ეტლიანი მოტოციკლი გამოვიდა. დაახლოებით ამ დროს, სოფელბის კარმანოვოსა და რჟევის გზასაყარზე პოსტი ჩაიბარა მილიციის ფორმაში ჩაცმულმა შინსახკომის ლეიტენანტმა ვეტროვმა. 6-სთზე მან ეტლიანი მოტოციკლი შეაჩერა და მგზავრების, ქალის და მამაკაცის საბუთების შემოწმებას შეუდგა. კაცს ტყავის პალტოზე უშშროების მაიორის სამხრეები ეკეთა. სიმპატიური ქალიც სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი. როცა მაიორმა საბუთების ამოსაღებად პალტოს ღილები შეიხსნა, თითქოს უნებურად მკერდზე დაბნეულმა ორდენებმა გამოანათა, რომლებსაც საბჭოთა კავშირის გმირის ოქროს ვარსკვლავი აგვირგვინებდა. 

საბუთების თანახმად ვეტროვის წინაშე იდგა 39-ე არმიის კონტრდაზვერვის „სმერშის“ განყოფილების უფროსი, სახელმწიფო უშშროების მაიორი პიოტრ ტავრინი. იგი მოსკოვში მიემგზავრებოდა მძიმე ჭრილობის შედეგად გართულებული დაავადების სამკურნალოდ. ეტლშ მჯდომი ქალი კი მისი მეუღლე ლიდა შილოვა იყო. რადგან საბუთები არანაირ ეჭს არ იწვევდა, შეძლება ყველაფერი ამით დამთავრებულიყო და მაიორისა და მისი მეუღლესათვის კეთილი მგზავრობა ესურვებინათ, მაგრამ ლეიტენანტმა ვეტროვმა ყურადღება მიაქცია მგზავრების ტანსაცმელს. მთელი ღამე წვიმდა. თავად ვეტროვის ტანსაცმელიც გასაწური იყო. მაიორსა და მის მეუღლეს კი მშრალი ტანსაცმელი ეცვათ. ლეიტენანტმა ეჭვი არ შეიმჩნია და ცოლ-ქმარს შესთავაზა იქვე, განყოფილების შენობაშ შესულიყვნენ და უბრალო ფორმალობა, საფრონტო ზონიდან გამოსვლა დაეფიქსირებინათ. 

სანამ ცოლ-ქმარი განყოფილებაში აღნიშნულ მოთხოვნას აფიქსირებდნენ, ვეტროვმა მოტოციკლი და შიგ მოთავსებულ სამი ჩემოდანი გაჩხრიკა. მგზავრების ბარგში აღმოჩნდა პანზერკნაცკერ-ი საბრძოლო მასალის სრული კომპლექტით და დისტანციურად მართული ორი ნაღმი. კალმისტრად შენიღბული 3 სასროლი მოწყობილობა, 7 პისტოლეტი და 5 ხელყუმბარა. დივერსანტები, რა თქმა უნდა , დააპატიმრეს და მოსკოვში სპეციალური თვითმფრინავით გაგზავნეს.

28175939 2052137914803333 1001783664 nდივერსანტების აყვანის თაობაზე საბჭოთა სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა და როცა რიგაში მომუშავე საბჭოთა აგენტურული ქსელიდან მოვიდა ინფორმაცია, რომ ამ ოპერაციის კურატორი შტურმბანფიურერი კრაუსი დააწინაურეს, ეს იმას ნიშნავდა, რომ გერმანელებმა არაფერი იცოდნენდივერსიული ჯგუფის ჩავარდნის შესახებ. ამის გათვალისწინებით, კონტრდაზვერვა „სმერშის“ მთავარი სამმართველოს უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ვიქტორ აბაკუმოვმა კოლეგებს რადიოთამაშების დაწყება შესთავაზა, რომელსაც პირობთად „ნისლი“ ეწოდა.

კონტრდაზვერვის თანამშრომელთა კონტრო ლით რადისტი ლიდია შილოვა გადიოდა ეთერში და ფაშისტთა სპეცსამსახურებს აწვდიდა დამაიმედებელ ინფორმაციას. აგენტურის გდაცემულ ცნობებს კრაუსი ჰიმლერს აცნობებდა. ასე რომ, რაიხსფიურერს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ჰიტლერს მალე მისი მთავარი მტრი ლიკვიდაციი ცნობით გაახარებდა.

შილოვას გაგზავნილი უკანასკნელი შიფროგრამა 1945 წლის 7 აპრილით თარიღდება, რომელზეც პასუხი არავინ გასცა, რადგან ომის დამთავრებას დღეებიღა აკლდა. ამ ჯაშუშური თამაშების ბოლო აკორდი იყო მოსკოვში დარჩენილი გერმანელი აგენტების კონსპირაციულ ბინაში შეტყუება.

1952 წლის 1 თებერვალს სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ დახურულ სხდომაზე განიხილა პიოტრ შილოს და მისი ცოლის ლიდია ბობრიკის (რადისტის ნამდვილი გვარი) საქმე. სამშობლოს ღალატის ბრალდებით ქმარი 1952 წლის 28 მარტს დახვრიტეს, ცოლი კი -4 დღის შემდეგ.

 

წყარო: საინფორმაციო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალი“

 

 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი