წარმატებული ფერმერი ერგნეთიდან - გიორგი კოკოზაშვილის ვაშლის ბაღის ისტორია

Rate this item
(0 votes)

გიორგი კოკოზაშვილმა ვაშლის ბაღი სოფელ ერგნეთში 14 წლის წინს გააშენა.

ფერმერს ბიოლოგიურად სუფთა ვაშლი მოჰყავს, მომავალ წელს კი ევროკავშირის სერთიფიკატის მიღებასაც გეგმავს.

“გორის მუნიციპალიტეტში იშვიათია ბიოლოგიური ვაშლის მოყვანა. ეკოლოგიურად სუფთა ვაშლი მოგყვავს, თუმცა რეალიზება ჯერ არ მომხდარა, მხოლოდ შარშან მქონდა გატანილი “ექსპოჯორჯიაზე“ და საკმაოდ კარგ ფასად გაიყიდა. სამომავლოდ, როცა სერთიფიკატს ავიღებთ, იმედი გვაქვს, რომ გაყიდვასაც მოვახერხებთ ბიო მაღაზიებში, წვენის ქარხნებში და ასე შემდეგ“, - ამბობს ფერმერი.

ბიოლოგიურას სუფთა ვაშლის ბაღი

კოკოზაშვილის ვაშლის ბაღი ნახევარ ჰექტარზეა გაშენებული. ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ მისი ბაღი სამჯერ დაისეტყვა, რის გამოც დიდი ზარალი მიიღო. მისი თქმით, ეკოლოგიურად სუფთა ვაშლის მოყვანა ფინანსებთან და სირთულეებთანაა დაკავშირებული. 

“დიდი შრომა სჭირდება ყველაფერს. ვაშლი ბოლომდე რომ იქცეს ბიოლოგიურ პროდუქტად, 3-4 წელია საჭირო. ბიოლოგიურად სუფთა სასუქები და შხამქიმიკატები შეგვაქვს. თანამედროვე ჯიშებს ვახარებთ და ვცდილობთ ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი პროდუქცია ვაწარმოოთ, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ "ელკანა" ჩემი ბაღი აირჩია სადემონსტრაციო ნაკვეთად და დიდი დახმარება გამიწია", - გვითხრა გიორგი კოკოზაშვილმა.

გიორგი კოკოზაშვილის ვაშლის ბაღი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო განვითარების ფონდისა და გლობალური დაცვითი ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სადემონსტრაციო ნაკვეთად შეირჩა. ფერმერის ბაღში სეტყვისგან დამცავი ბადეები და მორწყვის წვეთოვანი სისტემა დამონტაჟდა.

ბიოლოგიურად სუფთა ვაშლის ბაღიიი

“ამ პროექტში ჩართვამ შრომა შემიმსუბუქა. სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები და წვეთოვანი მორწყვის სისტემა აუცილებელი და საჭიროა იმისთვის, რომ მთელი წლის მანძილზე გაწეული შრომა წყალში არ ჩაგვეყაროს. დიდი სტიმული მომეცა და სხვა ბაღების გაშენებაც დავიწყე“.

კოკოზაშვილის სადემონსტრაციო ვაშლის ბაღს პერიოდულად სტუმრობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ფერმერები. ისინი ადგილზე ეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებით მოწყობილი ვაშლის ბაღის გაშენების მეთოდებსა და პრინციპებს.


Read 1200 times Last modified on პარასკევი, 01 მარტი 2019 16:10

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი