"იკორთა" - ახალგორიდან დევნილი ქალის წარმატების ისტორია

Rate this item
(0 votes)

"იკორთა" - ასე ჰქვია სოციალური სახელოსნოს, რომელიც ამ დროისთვის 10-მდე დევნილ ქალს აერთიანებს. სახელოსნო 2012 წელს ახალგორიდან დევნილმა ნანა ჩქარეულმა დააფუძნა. 

"ჩვენი საწარმოს სასტარტო პროექტის ბიუჯეტი იყო 700 ევრო. ამ გადასახედიდან მეც მიკვირს რანაირად გავრისკეთ და მოვინდომეთ ამ თანხით სოციალური საწარმოს შექმნა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე შესაძლებელია. დღესდღეობით ჩვენ საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული. გასული წლის ბრუნვა იყო 75 ათასი ლარი, იმის წინა წლის იყო 85 ათასი ლარი", - ამბობს ნანა. 

ikorTaaaaa

41 წლის დევნილმა ქალს სოციალური სახელოსნოს შექმნის იდეა, ერთ-ერთ ტრენინგზე დასწრების შემდეგ გაუჩნდა. ამბობს, რომ ამ ტრენინგს სწორედ იმ დროს დაესწრო, როცა სამუშაოს ეძებდა და მშბლიური მიწიდან მოშორებით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრების თავიდან მოწყობას ცდილობდა. 

"ყოველდღიურობა ძალიან მძიმე იყო. სულ ვფიქრობდი, რა შეიძლება გამეკეთებინა ისეთი, რომ პირველ რიგში, ჩემი თავის რეალიზება გამეკეთებინა, შემდეგ უკვე სხვასაც დავხმარებოდი. თავდაპირველად, ვერ ვხვდებოდი ეს რა შეიძლება ყოფილიყო და ერთ მშვენიერ დღესაც ვნახე ტრენინგი ტარდებოდა სოციალური მეწარმეობის შესახებ და გადავწყვიტე დავსწრებოდი. სწორედ აქ აღმოვაჩინე, რომ ეს იყო ძალიან საჭირო რამ, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენი დასახლებისთვის. ამის შედეგად დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა და ვეცადე, რომ წეროვანში შეგვექმნა სოციალური საწარმო", - აღნიშნა ნანა ჩქარეულმა.

ikikikorta

უკვე 8 წელია,"იკორთაში" დასაქმებული დევნილი ქალები ტიხრული მინანქრით სამკაულებს ამზადებენ და ყიდიან. ისინი ცდილობენ, რომ კონკურენტულ გარემოში გამოწვევებს გაუმკლავდნენ.  ამ ეტაპზე, "იკორთა" მომხმარებელს ტრადიციული ქართული მინანქრის ტექნიკით შესრულებულ ვერცხლის სამკაულებსა და ნაკეთობებს სთავაზობს. 

 

Read 660 times Last modified on სამშაბათი, 26 თებერვალი 2019 06:43

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი