10 საინტერესო ფაქტი უფლისციხეზე

თებერვალი 23 2019

გორის მუნიციპალიტეტში ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი უფლისციხეა. რადიო "მოზაიკას" გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს უფლისციხის შესახებ.

1. უფლისციხეში მსოფლიოს უძველესი აფთიაქის ნაშთებია.

მსოფლიო მედიცინის ენციკლოპედიებიდან ცნობილი იყო, რომ უძველესი აფთიაქი მოქმედებდა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში და იგი თარიღდება ახ.წ.მე-8 საუკუნით. თუმცა, აკადემიკოსმა დავით ხახურტაშილმა უფლისციხეში აღმოაჩინა თახჩები, რომლებიც, მკვლევარების აზრით, აფთიაქის ფუნქციას ასრულებდა. 

2. "ზღაპრული ადგილები, სადაც აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ", - ,,architecturendesign”-ის მიერ შედგენილი რეიტინგში, უფლისციხემ 115 - დან 58 -ე ადგილი დაიკავა.

1ufliscxiiixxxx

3. კლდეში ნაკვეთ ციხე-სიმაგრეში იყო არამარტო სასახლე, სამლოცველო და სახლები, არამედ თეატრი, აფთიაქი, აბანო და საწნახელი.

4. "მაგდანას ლურჯა" უფლისციხეშია გადაღებული.

თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ ფილმის "მაგდანას ლურჯა" გარკვეული ეპიზოდები უფლისციხეში გადაიღო.

2uflis29424 2

5. უფლისციხეში 3 300 ექსპონატია დაცული. 

თუ თითოეულ ექსპონანტთან 10 წამით შეჩერდებით, უფლისციხის სრულად დასათვალიერებლად 9 საათი დაგჭირდებათ.

6. სახელი უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის სახელისგან წარმოიშვა.

უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის უფლის სადარის რეზიდენციას წარმოადგენდა. ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ ტომის ბელადს დიდი ძალაუფლება ჰქონდა. სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს - უფლის სადარის ციხე, ანუ შემოკლებით უფლისციხე.

3-- uflisczc001

7. უფლისციხე მონების მიერ არის აგებული. 

ლეგენდის მიხედვით, უფლისციხე მონების მიერ არის აგებული. მონას წერაქვს აძლევდნენ, რომლის ნახევარი რკინით იყო დაფარული, რითაც გამოქვაბულებს გამოკვეთდნენ და მეორე ნახევარი კი ოქროთი. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ უბრალო ლითონი გაეცვითა, რის შემდეგაც საჩუქრად თავისუფლებას და ძვირფას ლითონს ანუ ოქროს იღებდა.

8. უფლისციხეში მინიმუმ 700 გამოქვაბული იყო

ანტიკურ პერიოდში, აქ დაახლოებით 700-მდე გამოქვაბული იყო. დღეს კი მხოლოდ 150 გამოქვაბულია შემორჩენილი. გამოქვაბულების დაზიანების უმთავრესი მიზეზი მიწისძვრებია.

4uflistsikhe

9. უფლისციხე წყლით 6 კმ სიგრძის თიხის მილებით მარაგდებოდა.

უფლისციხეში წყალს ორგვარად იმარაგებდნენ. ძირითადად კი, კვერნაქის მთიდან, საიდანაც ციხე-სიმაგრემდე 6 კილომეტრია. წყალი თიხის მილებით ქალაქამდე გაჰყავდათ. თიხის მილებს შორის გზადაგზა აუზებს აყოლებდნენ, წყალი რომ შეგროვილიყო და თვითდინებით მოსულიყო უფლისციხემდე.

10. პირველი არქეოლოგიური გათხრები უფლისციხეში 1852 წელს ჩატარდა.

1852 წელს დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილმა უფლისციხეში, ორსვეტიან დარბაზში, აღმოაჩინა კერამიკის ნატეხები და ქვევრები. 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი