ქველმოქმედება გორში თეატრალური ცხოვრების აღორძინების კვლადაკვალ

თებერვალი 17 2019

თეატრალური ცხოვრების აღორძინების პარალელურად გორში ხშირად იმართებოდა საქველმოქმედო წარმოდგენებიც.

ისტორიულ წყაროებში ვკითხულობთ, რომ 1871 წელს გორელ სცენისმოყვარეებს ერთ-ერთი ყმაწვილის სასწავლებლად გასაგზავნად, საქველმოქმედო სპექტაკლი გაუმართავთ.

“როგორ სასიამოვნო და საქები არაა, მაგალითად, გორის მოთამაშეების განზრახვა, რომელთაც წარმოდგენებიდან შეკრებილი ფულებით, როგორც ამბობენ, რომელიმე ყმაწვილი კაცის გაგზავნა სურთ თურმე რუსეთში , უმაღლესი სწავლის მისაღებად“.

1872 წელს საქველმოქმედო მიზნით ორი წარმოდგენა გაიმართა. ამ საღამოებში ლექსების კითხვითა და მცირე სასცენო მოქმედებებით მონაწილეობა მიიღეს, როგორც ადგილობრივმა, ისე თბილისიდან ჩამოსულმა მწერალმა დავით ერისთავმა. (გიორგი ერისთავის შვილმა).

“შეიკრიბა საზოგადოება ფრიად ბლომად, ქალი და კაცი და, რასაკვირველია ყველა მოუთმენლად ელოდა გამოსვლას თავად დ. ერისთავისას, რადგანაც პროგრამაში გამოცხადებული იყო, რომ პირველად იმას უნდა წაეკითხა; მართლაც კარგად წაიკითხა ი.ჭავჭავაძის "დედა და შვილი“, ასე რომ დიდის ტაშის დაკვრით გამოუძახეს მეორეთ. მართლაც, ძალიან კმაყოფილი დარჩა გორის საზოგადოება...“, - წერდა მაშინდელი პრესა.  

საქველმოქმედო საღამოები უმეტესად კერძო ბინებში იმართებოდა, რადგან იმ დროისთვის გორს წარმოდგენების გასამართად შესაფერისი შენობა არ ჰქონდა.

1974 წელს გორელმა სცენისმოყვარეებმა გაჭირვებულებისთვის წარმოდგენა გორის საზოგადო საკრებულოს პატარა დარბაზში გამართა. მსახიობებმა გიორგი ერისთავის სპექტაკლი “ძუნწი“ ითამაშეს.

“მთელი ზალა სავსე იყო სკამებზე მსხდომარებით და რამდენიმე კიდევ ფეხზედ იდგნენ იწროობისა გამო. ამბობენ, ოცდაათ თუმანზედ მეტი მოგროვდაო ..."

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი