აზნაურების სახლიდან სასწავლებლამდე - პატარა მეჯვრისხევის სკოლის ისტორია

თებერვალი 11 2019

მეჯვრისხეველი აზნაურების სახლი - გაიანე ჩიკოიძის სასწავლებელის ისტორია.

პატარა მეჯვირსხევის სკოლის შენობა ადგილობრივ აზნაურებს, ჩიკოიძეებს ეკუთვნოდათ, რომლებიც საბჭოთა რეპრესიებს შეეწირნენ. 1935 წლამდე ამ სახლში რეპრესიებს გადარჩენილი გაიანე ჩიკოიძე უსასყიდლოდ ასწავლიდა სოფლის ბავშვებს, 1935 წლიდან კი სახლი არასრულ საშუალო სკოლად გადაკეთდა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის სკოლა მე-18 საუკუნიდან ადგილობრივი აზნაურების, ჩიკოიძეების სახლში იყო გახსნილი. თავდაპირველად, სკოლა 2-კლასიანი იყო და ოჯახიდან მხოლოდ ერთ ბავშვს შეეძლო განათლების მიღება.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ძმები ჩიკოიძეები საქართველოდან განდევნეს, მხოლოდ მათი უმცროსი და გაიანე ჩიკოიძე დატოვეს.

აზნაურების სახლიდან სასწავლებლამდე - პატარა მეჯვრისხევის სკოლის ისტორია Cikoidzeebi

1876 წელს პატარა მეჯვრისხევის ორ-კლასიან სკოლაში ბავშვებს გაიანე ჩიკოიძე უსასყიდლოდ ასწავლიდა, თუმცა სწუხდა იმაზე, რომ ყველა ბავშვს არ შეეძლო განათლების მიღება. მისი წუხილი გულთან ახლოს მიიტანა გენერალ ნიკო ერისთავის მეუღლემ, ეკატერინე სარაჯიშვილმა, რომელმაც თავისი ძმის, დავით სარაჯიშვილის ფინანსური ხელშეწყობით თავის სახლში გახსნა კიდევ ერთი კლასი და მასწავლებლად გაიანე მიიწვია. ისინი ბავშვებს განათლებას უსასყიდლოდ აძლევდნენ, ასევე ყიდულობდნენ სასწავლო ნივთებს. ეხმარებოდნენ ქვრივებსა და ობლებს.

მოგვიანებით, მაშინდელმა მთავრობამ ეკატერინე სარაჯიშვილი სოფლიდან გააძევა. გაიანე იძულებული გახდა ეკატერინეს დაარსებული სასწავლებელი ისევ თავის ძველ სახლში გადმოეტანა, ასწავლიდა ქართულ - რუსულ ენებსა და არითმეტიკას.

სამწუხაროდ, თავად გაიანესაც მოუწია სოფლის დატოვება, რადგან ისტორიული წყაროების მიხედვით, მას სოფლის რამდენიმე გლეხი ავიწროვებდა.

1935 წელს 2 კლასიანი სკოლა არასრულ საშუალო სკოლად გადაკეთდა.  პატარა მეჯვრისხევის 9-კლასიანმა სკოლამ 2016 წლამდე ამ შენობაში იარსება.

ექსპერიზის დასკვნის მიხედვით, შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და მის ადგილას ახალი სკოლა უნდა აშენებულიყო. დემონტაჟის პროცესი მალევე შეჩერდა. სკოლის შენობა კულტურის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სასწავლო პროცესმა კი აძვის საჯარო სკოლაში გადაინაცვლა.

ამ პროცესებიდან ორ წელზე მეტი გავიდა. პატარა მეჯვრისხევის სკოლის ახალი შენობის აშენება წელს იგეგმება.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი