15 საინტერესო ცნობა ატენის სიონზე

თებერვალი 07 2019

რადიო “მოზაიკა“ გთავაზობთ 15 საინტერესო ფაქტს ატენის სიონის შესახებ.

1. ატენის სიონი VII საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება.

2. ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მდებარეობს.

3. ტაძრის არქიტექტურა მცხეთის ჯვრის არქიტექტურას ანალოგია.

4. XI საუკუნით დათარიღებული ფრესკები შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

atenis sioni freska 15 saintereso faqti

5. ტაძარი რამდენჯერმეა რესტავრირებული, მათგან ყველაზე საფუძვლიანი X საუკუნის II ნახევრით თარიღდება.

6. 1983 წელს შენობა გადაიხურა ქვის ლორფინებით, გაიწმინდა და გამაგრდა მოხატულობა.

atenis sioni faqti 15

7. ტაძარში ერთი სამკვეთელო, ერთი სადიაკვნე და ორი საქალებო ოთახია.

8. ზოგი მკვლევარი თოდოსაკს ტაძრის ამშენებლად მიიჩნევს, ზოგი კი - ატენის სიონის რესტავრატორად. 

9. ატენის სიონში არსებულ წარწერათა შესწავლის საფუძველზე გაირკვა, რომ მეფე ბაგრატ I-მა (937-945წ) სიგელით მისცა მიქაელ ბაღვაშს 940 წელს ატენის ქვეყანა, რის შესახებაც გვამცნობს ტაძრის ინტერიერში ამოკვეთილი ნუსხური შრიფტით შესრულებული დიდი ზომის ერთსტრიქონიანი წარწერა.

10. მიქაელ ბაღვაშის ბრძანებითა და დაფინანსებით აუშენებიათ ზღუდე ატენის სიონისთვის 945 წელს.

atenis sioni - naxati 15 faqti

11. X საუკუნის მრავალრიცხოვან ქანდაკებათა შორის ცამეტი საერო პირია გამოსახული. (მათ შორისაა სომეხი რესტავრატორის თოდოსაკისა და მისი ამქრის ოსტატ-ხელოსანთა პორტრეტულ-რელიეფური ქანდაკებებიც).

12. ატენის სიონის დასავლეთის ფასადზე ამოკითხულ იქნა მეფე ბაგრატ IV-ის (1027-1072წ.), მეფე დავით IV-ისა (1089-1125წ.) და მისი ძის დემეტრე I-ის (1125-1156წ.) წარწერები, რომლებიც გვირგვინოსნებს საკუთარი ხელით უნდა შეესრულებინათ. შესაბამისად ეს პილიგრიმული წარწერები მათ ავტოგრაფებს უნდა წარმოადგენდეს.

13. ტაძრის კედლებზე არსებული წარწერებიდან ყველაზე ძველი 711 წლით თარიღდება.

14. ფასადის აღმოსავლეთ ნიშში ამოკვეთილია სომხური ასომთავრული წარწერა („მე თოდოსაკ მაშენებელი ამ წმიდა ეკლესიისა“), რომელიც მიჩნეული იყო სამშენებლო წარწერად.

15. ატენის სიონში ათწლეულების განმავლობაში ღვთისმსახურება შეწყვეტილი იყო. დღეისათვის ტაძარი მოქმედია. ის სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

 

მთავარი ფოტო: ლაშა ზუბიაშვილი

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი