საბავშვო მწერალი ფსევდონიმით “ცქვიტი“ - ანა ხახუტაშვილის ისტორია

იანვარი 24 2019

ქართველი საბავშვი მწერალი ანა ხახუტაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში 1886 წელს დაიბადა.

 

“იმ დღეს, რა დღესაც მე დავიბადე, საშინელი თქეში, ქარბუქი და ჭექა-ქუხილი იდგა. აპრილის აზვირთებული მდინარე წალეკვით ემუქრებოდა სოფელ მეჯვრისხევს."

“მე ყოველთვის თანდამდავდა ჩემი სოფლის მდინარის შხუილი, ჩემი კარმიდამოს მწვანედ მობიბინე ველი და მთვარიანი საღამოების ეშხი“.

1902 წელს საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ანამ ფოსტა-ტელეგრაფის უწყებაში დაიწყო მუშაობა, სადაც აქტიურად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რის გამოც, 1906 წელს სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ანა ხახუტაშვილი კარგად იცნობდა საქართველოს. კერძოდ, ქართლის სოფლის ცხოვრებას და იქ არსებულ ვითარებას. რევოლიციამდელ მის შემოქმოდებაში ისმოდა მძიმე ცხოვრებით გაწამებული გლეხკაცის წუხილი, მეორეს მხრივ კი ნაჩვენები იყო ქალაქის დარბაზებისა და მემამულეების განებივრებული ცხოვრება.

ანა თავისი დროის გამოჩენილ ქალებთან ერთად, როგორებიც იყვნენ მარიამ დემურია, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი, ეკატერინე გაბაშვილი, ანასტასია ერისთავი-ხოშტარია, ნინო ნაკაშიძე იბრძოდა სამშობლოს თავისუფლებისთვის.

მისი პირველი მოთხრობა “მიტოს გაბედულობა“ 1907 წელს ჟურნალ “ნაკადულში“ დაიბეჭდა. ამ დროიდან მისი მოთხრობები სისტემატიურად იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემებში ფსევდონიმით “ცქვიტი“.

აკაკი წერეთელმა ანა ხახუტაშვილს “ღვთაებრივი ნიჭით“ დაჯილდოვებული საბავშო მწერალი უწოდა.

ახალგაზრდა მწერალს 1909 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სტიმეპენდია დაუნიშნა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი ჯერ გორის, შემდეგ კი თბილისის ქალთა გიმნაზიაში მუშაობდა მასწავლებლად, პარალელურად კი ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდა.

საქართველოში მიღებული განათლების შემდეგ, 1916 წელს ხარკოვის უნივერსიტტის ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა.

მისი მოთხრობების პირველი კრებული 1933 წელს გამოვიდა.

ანა ხახუტაშვილი 1960 წლის 2 სექტემბერს გარდაცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი