Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 10 თებერვალი 2018 12:44

პირველი რადიო გორში

 პირველმა რადიოსადგურმა გორში  მაუწყებლობა 1924 წლის 8 თებერვალს დაიწყო. 

„ფოსტა-ტელეგრაფის და რადიოს სახალხო კომისარიატის მომართვა, ა/წ. თებერვლის 8-დან № 5760 გორში რადიო სადგურის გახსნის შესახებ", - მაშინდელი რადიო ძირითადად გადმოსცემდა გორში მიმდინარე ყოველდღიურ ცნობებს, როგორიცაა აღმასკომის სხდომის შედეგები, თეატრალური და კინო-აფიშა,  ასევე ხდებოდა პირდაპირი ტრანსლაცია თბილისიდან.

„ყურადღება

ლაპარაკობს ბერიას სახელობის გორის რადიო კვანძი, ადგილობრივი გადმოცემა დამთავრებულია, მოისმინეთ ტრანსლაცია თბილისიდან.“ 

საქართველოს ეროვნული არქივის გორის ფილიალში ინახება უნიკალური მასალა - ჩანაწერები პირველი რადიოს შესახებ, სადაც მაშინდელი გადაცემების შესახებ ვკითხულობთ:

2

„დღეს გორის კინო-თეატრ „კომკავშირელში“ ნაჩვენები იქნება კინო-ფილმი „წყალქვეშა ნავი". პირველი სეანსის დასაწყისი 7 საათზე, მეორე სეანსის დასაწყისი 9 საათზე.“

ამავე ჩანაწერების მიხედვით, ვიგებთ, რომ 1944 წელს რადიო გადაცემები არ განხორციელებულა ივნისის თვეში 16-ჯერ, ივლისის თვეში - 19-ჯერ, აგვისტოში - 14-ჯერ, ხოლო სექტემბერში კი 3-ჯერ.  მიზედი რედაქტორის სამუშაოდ  სხვაგან გადასვლა იყო.  ამის გამო დარჩენილი თანამშრომლები ვერ უზრუნვეყოფდნენ რადიო გადაცემათა მოწყობას. 

გორში პირველი რადიო სადგურის გახსნიდან 94 წელი გავიდა, დღეს კი გორში ორი ადგილობრივი რადიო მაუწყებლობს.  

გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ მსოფლიოში რადიოს დღედ 13 თებერვალია გამოცხადებული.