11 წლის გიორგი შეშაბერიძის “მამალოები“ და სამომავლო გეგმები

Rate this item
(0 votes)

გორის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეს, 11 წლის გიორგი შეშაბერიძეს საკუთარი ტკბილეულის შექმნის იდეა ერთი წლის გაუჩნდა.

გიორგიმ სახლის სარდაფში ტკბილეულის ძველი ყალიბით ყველასთვის საყვარელი ტკბილეული “მამალო“ დაამზადა.

“ ერთი წლის წინ, სახლში ვიყავი და მომინდა ტკბილეული. გარეთ გასვლა დაგვეზარა და მოვიფიქრე, რომ მამალოები გამეკეთებინა. სარდაფში დედას ძველი მამალოს ფორმა ჰქონდა. ამოვიტანეთ და გავაკეთე. ძალიან ლამაზი გამოვიდა, ფერები არ მქონდა და გამჭვირვალეები გამოვიდა. ცხოველის ფიგურები ჩამოვასხი - კურდღელი, მგელი, სპილო, რისი ყალიბიც მქონდა. ძალიან მომეწონა და ვიფიქრე, რატომ არ იყიდება ასეთი ტკბილეული მარკეტებში“,  - ამბობს გიორგი.

dora paata giorgi  3

ამაზე ფიქრის პარალელურად, გიორგიმ სუვენირების დამზადებაც სცადა. როგორც ამბობს, ეს საქმე მოეწონა და ახალ-ახალი იდეებიც გაუჩნდა. 

“ჩემი ნამუშევრები ნაძვისხეთან მქონდა მიტანილი. ვინც კი ნახა ყველას ძალიან მოეწონა და ეს ძალიან მახარებს. მინდა მომავალში საკუთარი საწარმო მქონდეს, სახელიც უკვე შერჩეული მაქვს. ჩემი დის საპატივცემულოდ გადავწყვიტე “დორა“ დავარქვა,“  - გვითხრა გიორგიმ. 

dora paata giorgi  2

გიორგის თქმით, იდეებს ოჯახის წევრებს უზიარებს და სამომავლო გეგმებზეც მათთან ერთად ფიქრობს.

“ ღამეც მაფიქრდება, რაღაც იდეები და ვაღვიძებ მშობლებს, რომ მომისმინონ. დედა მეუბნება, რომ მოვინიშნო, რადგან შესაძლოა, დამავიწყდეს და ვეღარ განვახორციელო. მშობლები გვერდში მიდგანან და ჩემს ყველა იდეას და წამოწყებას მხარს უჭერენ.“

dora paata giorgi  5

Read 1527 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი