Print this page

"კარენინა" - სწავლის პარალელურად, მხოლოდ იდეით დაწყებული საქმე

ადამიანური ისტორიები Written by  ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018 08:55 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კარენინა“, - ასე ჰქვია ბრენდს, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთი 20 წლის ნინი კარელიძემ შექმნა.

„ატარე კარენინა ყველგან, სადაც მიდიხარ“, - ამ სლოგანით ნინი, უკე ორი წელია, სხვადასხვა აქსესუარებს ამზადებს.

 ამ დროისთვის "კარენინას" პრდუქციიდან ყველაზე პოპულარული ხის ჩანთებია.

chanta karenina 2019 ana

რადიო „მოზაიკასთან“ საუბარში ნინი იხსენებს, რომ ონლაინ მაღაზიის შექმნის იდეა პირველ კურსზე გაუჩნდა, რადგან ხვდებოდა, რომ დატვირთული სასწავლო გრაფიკის გამო, სამსახურის დაწყებას ვერ შეძლებდა.

„უნივერსიტეტში ძალიან რთული ცხრილი მქონდა, კვირის ყველა დღეს - ლექცია, ხან დილით და ხან საღამოს. მივხვდი, გამიჭირდებოდა ესეთ გრფიკით სამსახურის დაწყება, ამ ყველაფერს ისიც დაემთხვა, რომ იმ პერიოდში ქორწილში ვიყავი, სადაც ჩემი ხელით გაფორმებული მაისური მეცვა, ყველა მეკითხებოდა, სად ვიყიდე. პირველ რიგში, გამიკვირდა ესეთი მოწონება რომ დაიმსახურა და დამაფიქრა იმაზე, რომ თუ სადმე გაიყიდებოდა, შეიძლებოდა ვინმეს ფულიც კი გადაეხადა მასში“.

ამბობს, რომ ტანსაცმელების გაფორმება და აქსესუარების კეთება ბავშობიდან უყვარდა. მისი ეს გატაცება ახალი იდეის დასაბამი გახდა, რომელიც მალევე მისი შემოსავლის წყაროც გახდა.

„პირველი იყო მაისურები, რომელსაც სხვადასხვანაირად ვაფორმები, პრინტებით, წულებითა და მძივებით. ზოგადად, როდესაც იდეის განხორციელება დავიწყე, არ ვფიქრობდი, რომ „კარენინას“ სიცოცხლის ხანგრძლივობა ასეთი დიდი იქნებიდა და არც ის წარმომედგინა რომ ამდენი ლოიალური მომხარებელი შეიძლებოდა გვყოლოდა ასე მალე... ჩემი დროებით საქმედ მიმაჩნდა და არ წამომედგინა ჩემს ცხოვრებაში ამხელა ადგილს თუ დაიკავებდა, ესე შემიყვარდებოდა და სხვებსაც შეაყვარებდა თავს.“

karenina   dzveli windebi

„კარენინას“ მიმართ საზოგადოების ინტერესი დღითიდღე იზრდება. ნინო სხვადასხვა გამოფენებშიც ხშირად იღებს მონაწილეობას და ცდილობს, საკუთარი ნამუშევრები მეტ და მეტ ადამიანს გაააცნოს.

„შემთხვევით ხალხი გაივლის, ნივთებს დახედავს და ამბობს, ეს ხო „კარენინაა“?! ძალიან მიხარია და ამასთან ერთად ამაყი ვარ, რომ ხალხს მოსწონს, ცნობენ, ატარებენ და უყვართ კარენინა.“

„კარენინას“ თან სირთულეებიც სდევს. როგორც ნინი ამბობს, რთულია, როდესაც ერთი ადამიანი ითავსებს ყველა საქმეს და ყველაფერს მარტო აკეთებს.

„ყველაფერს მარტო ვაკეთებ, აქსესუარების გაკეთებით დაწყებული, სოციალური ქსელის მართვით დამთავრებული, ყოველდღიურ სირთულეს წარმოადგენს დროის პრობლემა, რომლიც არასდროს არ მყოფნის...“

karenina   2019   ana

„კარენინას“ პროდუქცია მრავალფეროვანია. ფასების განსხვავებულია - 5 ლარიდან იწყება და 120 ლარამდე ადის. 

ახალგაზრდა ბრენდ თავისი სამომავლო გეგმებიც აქვს. ნინის უნდა, რომ „კარენინამ“ თავისი კუთხე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იპოვოს.

karenina chanta kutxe

Read 710 times Last modified on ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018 09:20