ჩემთვის ფოტოგრაფია ასოცირდება ბავშვობასთან - ოთო გვრიტიშვილის ისტორია

ადამიანური ისტორიები Written by  ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018 17:06 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თავისუფალი., მიზანსწრაფული და ბევრი ენთუზიაზმის მქონე - ასე ახასიათებს საკუთარ თავს გორელი ფოტოგრაფი ოთო გვრიტიშვილი. ამბობს, რომ დასახული მიზნის მისაღწევად ბრძოლით არასოდეს იღლება და რომ სასურველი შედეგი ადრე თუ გვიან აუცილებლად დგება. 

ოთო გორის ფოტოგრაფთა კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელია, თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, ფოტოფრაფია ის საქმეა, რომლის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა. რადიო "მოზაიკასთან" ფოტოგრაფი იხსენებს, რომ მამა ფირით იღებდა ფოტოებს და სახლში ბეჭდავდა. 

"შობლები ხშირად გვატარებდნენ სხვადასხვა ადგილას, სადაც მამა ძველი ზენიტით იღებდა და მერე სახლშივე ბეჭდავდა ფოტოებს. იდუმალი იყო ის გარემო, რომელშიც სურათის დაბადება ხდებოდა და მიმზიდველობას სულ უფრო მატებდა", - იხსენებს ოთო. 

საქმე, რომელიც ოდესღაც მისტიური ეჩვენებოდა, მოგვიანებით მისი მთავარი გატაცება გახდა. 2005-2006 წლებში კი ამ სქმეს სერიოზულად მოჰკიდა ხელი და გარკვეული პასუხისმგებლობებიც იკისრა. 

"2005-2006 წელი იქნებოდა და ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავდა ვებგვერდის გაკეთებას და აღმოჩნდა, რომ არც ერთი ფოტო არ არსებობდა თანამედროვე გორის და მთხოვეს, თუ შევძლებდი რომ გადამეღო რამდენიმე ფოტო, აქედან დაიწყო სწორად ფოტოგრაფიაში ჩემი ჩართვა და შემდგომ განვითარება".

ოთო - გორი - ფოტო - პროფილი

გორის არაერთი ცნობილი და პოპულარური ფოტოს ავტორი სწორედ ოთო გვრიტიშვილია. ამბობს, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადაღებული ფოტოები იყო, რომლებიც სამწუხაროდ დაიკარგა. 

რადიო "მოზაიკას" ოთო იმ კადრებზეც გვიყვება, რომლებიც ფოტოაპარატის არქონის გამო ვერ გადაიღო და ამის გამო გული დღემდე სწყდება. 

"
ერთი ასეთი კადრია, როდესაც წერეთლის ქუჩას რეაბილიტაცია უკეთდებოდა 
- დილის 8 საათია, იყო ძალიან სიცივე და მზეც ახალი ამოწვერილი.; ერთ სახლზე მიდგმული იყო ხარაჩო, რომელზეც მუშა გაყინული ხელებით აცოცებას ლამობდა და ბევრი წვალების მერე რომ ავიდა, დაახლოვებით 15-20 მეტრის სიმაღლეზე დაიწყო ყინულის ლოლოების მტვრევა, რომ საქმე გაეგრძელებინა სახურავზე და მტვერი დააყენა ყინულის, საოცარი კადრი იყო. ყინულის მტვერში გახვეული ადამიანი მზის სხივებით იყო აჭრელებული..."

ოთოსთვის ფოტოგრაფია არის ერთდროულად ხელოვნებაც და ხელოსნობაც. განსაკუთრებით უყვარს სივრცეების გადაღება - უსასრულობის და მრავალფეროვნების შეგრძნება. 

გორელ ფოტოგრაფს სწამს, რომ "ყოველთვის უნდა უყურო მზეს, სინათლეს, რადგან ამის გარეშე ვერაფერი გამოვა..."

ღამე გორი   ოთო   პროფილი



Read 675 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი