ეკონომიკური ფონის გავლენა დემოგრაფიაზე

წერილები Written by  სამშაბათი, 06 თებერვალი 2018 12:33 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნინო ოქროპირიძე

მინდა, მადლობა გადავუხადო რადიო "მოზაიკას" ადმინისტრაციას და ყველა თანამშრომელს, დაინტერსებისთვის, სიტყვის და აზრის თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობისათვის.

მადლობა ჩემს ძვირფას მეგობარს თათია გოგოლაძეს, რომელსაც გავუზიარე იდეა საქართველოს დემოგრაფიულ მგომარეობაზე ჩემი სუბიექტური აზრის დაფიქსირების შესახებ, რაზედაც დამთანხმდა დიდი სიამოვნებით.

არანაირად არ ვთვლი, რომ პირველი ან უკანასკნელი ვარ, ვისაც აწუხებს საქართველოს დღვანდელი დემოგრაფიული და სოციალური მდგომარეობის პრობლემა. არ ვარ ერთადერთი, ვინც ამ თემაზე ვრცლად ან მოკლედ საუბრობს სტატისიკური მონაცემებით ან უიმისოდ. ვთვლი, რომ უამრავი ადამიანის სათქმელს ვახმოვანებ,  არ მეგულება ადამიანი, ვინც არ დამეთანხმება დემოგრაფიულ კატასტროფის წინაშე რომ ვართ. მიუხედავად იმისა, შუძლიათ თუ არა ამ საკითხების მოგვარება ან კარადის თავზე შემოდება იმ ასამოქმედებელი სოციალური პროგრამებისა, რაც შეიძლება გაკეთდეს  დღევანდელ პირობებში.  ეს თუ არ აღმოფხვრის პრობლემას, 60 %-ით შეუმსუბუქებს მაინც საქართველოში დარჩენილ 45%-ს მცხოვრებთა პირობებს.

ამ პრობლემას მთელი არსებით განვიცდი, ალბათ იმიტომ, რომ მე ვარ ერთ-ერთი მრავალშვილიანი, ორგზის  დევნილი ოჯახის წევრი და ვთვლი, რომ გაცილებით მეტად მესმის მრავალშვილიანი ოჯახის და სოციალური  პრობლემები, მეტად მძიმე  მგომარეობები გამოუვლია ჩემს ოჯახს 1990 წლიდან დღემდე.

მე მესმის, რომ დღეს საქართველო დგას არაერთი მძიმე გამოწვევეის წინაშე, ეკონომიკური, დემოგრაფიული, უმუშევრობის, ემიგრანტების პრობლემა და ა.შ. ეს თემები ჯაჭვური რეაქციით ერთმანეთის გამომწვევია.

ხშირად მიჩნდება კითხვა: რატომ არ შეიძლება, მოძიებულ იქნეს ინვესტიცია, რესურსი ან სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნეს გარკვეული თანხა სოციალური პროგრამებისთვის, რაც მრავალშვილიან, დევნილ, სოციალურად დაუცველ, ემიგრანტთა  ოჯახებს,  მოხმარდეს თუნდაც განათლების, კომუნალურების, გარკვეული ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობისთვის ყოველგვარი ნეპოტიზმის გარეშე?!

მე თვალს ვადევნებ საინფორმაციო საშუალებებს და სტატისტიკურ მონაცემებს. დღეს პრობლემა, რასაც  ჩემი თვალით ვხედავ, ნამდვილად კატასტროფაზე კიდევ მეტია.

ჩემი სუბიექტური ხედვით, ქვეყანამ, კომპეტენტურმა პირებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ფონდებმა, - რომლებიც სადღაც გაქრნენ, - 2011 წლის მერე დაკარგეს  აქტივობა და ყოველგვარი ინტერესი, რომ საქართველოში დარჩენილ მოსახლეობას შეუმსუბუქონ საყოფაცხოვრებო ხარჯები, პირობები. კერძოდ, მრავალშვილიანი ოჯახები, დევნილები, სოც. დაუცველები და ზოგადად ყველა "მდიდრების“ გარდა, დღეს ისეთი გამოწვევის წინაშე დგანან, რომ ვერ იძენენ საკვებს უსახსრობით, ვერ ყიდულობენ წამლებს თითქმის ყოველდღიურად მზარდი ტარიფების გამო, მომატებული ტარიფია ტანსაცმელზე, კომუნალურებზე. ამას ემატება  მგზავრობის, საწვავის ხარჯი. ასევე განათლების ხარჯი, ამ ყველა სიკეთესთან ერთად შარავანდედივით ამშვენებს ქვეყანას მასიური, ეპიდემიური სისწრაფით მზარდი უმუშევრობა.

გეკითხებით რა შეიცვალა უკეთესობისკენ?

სწორედ ეს  ფონი ქმნის იმ ამინდს, რომ  შემცირდა შობადობა და სომხეთს და აზერბაიჯანსაც კი ჩამოვრჩებით კატასტროფულად. ეროვნული გადაშენების მხრივ პირველ ხუთეულში ვარ შესული.

მოვიყვან სტატისტიკის  მონაცემებს რაც საიტზეც არის განთავსებული, ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომი ყველასათვის, იქ ნათლად არის ასახული, რომ მაგალითად, 1960-1969 წლებში მოსახლეობის ბუნებრივი მატება ყოველ ათას კაცზე 14,8 კაცს უდრიდა, ხოლო 2000-2009 წლებში – 1,2 კაცს.

"თუ საქართველოში 1960 წელს მესამე და მეტი ბავშვის დაბადების წილი მთელ დაბადებულთა 36,5 პროცენს შეადგენდა, 2011 წელს ეს მაჩვენებელი 15,0 პროცენტს უდრიდა. დაბადებულთა საერთო რაოდენობაში განსაკუთრებით მაღალია პირმშოთა დაბადების წილი. მაგალითად, 2011 წელს 27 668 ბავშვი დედებისთვის პირველი შვილი იყო (47,6 პროცენტი). ანალოგიური მაჩვენებელი 1960 წელს მხოლოდ 34,7 პროცენტს შეადგენდა. უკანასკნელ წლებში მესამე და მეტი ბავშვის წილი მთელ დაბადებულებში მნიშვნელოვნად გაიზარდა 2008 წლიდან 2011 წლამდე 12,5 პროცენტიდან 15,0 პროცენტამდე, რაც უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ll -ის დამსახურებაა.”

მოკლედ, სასწაულად შემცირებულია წინა წლებთან შედარებით შობადობა, ქორწინება; გაზრდილია მიგრაცია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ერთმანეთის გამომწვევი პრობლემები წარმოქმნა მძიმე და დღემდე მოუგვარებელმა უმუშევრობის პრობლემამ.

უფრო ვრცლად არ ჩავუღმავდები ამ საკითხს, დღეს თითქმის ყველა ქართველის ტკივილია მძიმე ეკონომიკური ფონი, ახალსაც არაფერს ვამბობ. უბრალოდ ეს უმოქმედობა და მოუგვარებლობა ამ საკითხისა, მაოცებს. ახალგაზრდების უმრავლესობა - ვგულისმობ მამაკაცებს, ვისაც ფიზიკური მონაცემი უწყობდა ხელს -  მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, საკონტრაქტო, სიცოცხლისთვის სარისკო, სამსახურსაც არ ერიდებიან. დღეს საქართველოში ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივაც კი თითქმის არ ჩანს. შიშით ვერავინ აჩენს 2-ზე მეტ შვილს. რასაკვირველია, მათ ხომ რჩენა უნდათ. ვფიქრობ ხელისუფლებამ მეტი მოტივაცია უნდა მისცეს ადამიანებს. აამოქმედონ ყველასგან განრიდებული სოციალური პროგრამები. ამით უნდა დაიწყონ თავდაპირველად და შემდეგ თანმიმდევრულად, როგორც თავად ჩათვლიან, ისე განახორციელონ გეგმები, მაგრამ ეს პრობლემა დღის წესრიგში ვფიქრობ პირველი უნდა ეწეროთ. ყველა  ქართველი, ვისაც შესაძლებლობა აქვს, გარბის ქვეყნიდან, რომელ მრავალშვილიანობაზეა  ფიქრი და ოცნება, დასაოჯახებელი ახალგაზრდების უმეტესობა მიგრაციაშია. ქვეყანაში დარჩენილებს კი ფინანსური კრიზისის მოგვარების პრობლემა აქვთ თავსატეხად.  ვინ ფიქრობს დაოჯახებასა და გამრავლებაზე? კატასტროფულად გაიზარდა განქორწინებულთა რიცხვიც.

მოკლედ,  მინდა  კომპეტენტურმა პირებმა ეს საკითხი გულდასმით შეისწავლონ. თუ ყველა წავა ქვეყნიდან, 10 კაციანი სახელმწიფოთი არავის დავჭირდებით. დავკარგავთ ეროვნულობასაც და კულტურას. მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გამრავლება, ხელშეწყობა, მოქალაქეთა მოტივაცია და ერთეულებმა მინდა მილიარდებზე ფიქრი დაასრულონ იმ ფონზე, როცა  საქართველოში ყოველ ფეხის ნაბიჯზე მომრავლებულია გამათხოვრებული ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა. ხელი შეუწყონ დასაქმების პრობლემის მოგვარებას და  მეტი დრო დაუთმონ ინვესტიციების მოძიებას, ამ  სეგმენტის დასახმარებლად. მათ სწორედ ამ ხალხზე იტვირთეს  პასუხისმგებლობა, მათი პრობლემების მოგვარება და მინდა, რომ არ დაივიწყონ გაჭირვებული მოქალაქეები, რომლებიც იმედის თვალით შესცქეროდნენ მათ.

დღეს უამრავ პესიმისტურად განწყობილ ქართველს ვხვდები,  უმოქმედო და გაურკვევლობაში მყოფ სამოქალაქო საზოგადოებას და გული მწყდება  შექმნილ მდგომარეობაზე. მინდა, ამაზე სერიოზულად იფიქრონ წამყვან პოზიციებზე დასაქმებულმა პირებმა, ვისაც შეუძლია მცირედით მაინც  გაუუმჯობესონ მოქალაქეებს მდგომარეობა. 

 

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

Read 1380 times Last modified on სამშაბათი, 06 თებერვალი 2018 12:56

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი