იას ცხოვრება ავსტრიაში - პირადი მიზნები და ფიქრები საქართველოსთვის

ადამიანური ისტორიები Written by  სამშაბათი, 06 თებერვალი 2018 07:56 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ია ღვინიაშვილი

მივესალმები ჩემს საქართველოს და მოვეფერები ჩემს უსაყვარლეს ქართველ ხალხს, ავსტრიის დედაქალაქიდან.

წლების წინ რომ გეკითხათ, ვიცხოვრებდი თუ არა სხვა ქვეყანაში, დაუფიქრებლად გიპასუხებდით, რომ არა! დღეს კი მეც ემიგრანტი მქვია!

ყველაფერი კი ასე დაიწყო: დავიბადე ქალაქ გორში, დავამთავრე ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი, ეკონომიკური ინფორმატიკის სპეციალობით. ასევე, მუსიკალური შვიდწლედი, ფორტეპიანოს განხრით. ჩემი სასიმღერო კარიერა კი დაიწყო 6 წლის ასაკიდან, როდესაც დედამ მაშინ ე.წ. პიონერთა სასახლეში (მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში) მიმიყვანა. ვსწავლობდი ისევე, როგორც ხალხურ საკრავებზე დაკვრას და ფოლკლორულ სიმღერას, ასევე საესტრადო ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის სოლისტიც გახლდით. პარალელურად ვცეკვავდი ქართულ და თანამედროვე ცეკვებს. სკოლის პერიოდიდანვე დაკავებული ვიყავი სხვა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებით. ბევრი კონკურსის და ფესტივალის გამარჯვებამ ასევე მომიტანა დიდი გამოცდილება და მათ შორის პრეზიდენტის ლაურიატის წოდებაც. ვარ 1997 წლის სილამაზის კონკურსის პირველი ადგილის მფლობელიც. ასევე, კალიგრაფიის კონკურსის განათლების სამინისტროს რჩეული და მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ერთგული მოთამაშე.

ჩემი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად (ამჯერად უკვე კარგად ნაცნობ და საყვარელ) უცხო ქვეყანას (ავსტრიას) ვეწვიე. მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა და სირთულისა, დღეს მე ამაყად დავაბიჯებ ვენის ქუჩებში და ვარ უფლის მადლიერი, რომ მე ეს შევძელი! რადგან საქართველოს კულტურას ვუწევ პოპულარიზაციას უცხო მიწაზე და მთელი პასუხისმგებლობით და ენთუზუაზმით ვარ ჩაფლული ჩემს საყვარელ საქმეში. ვასწავლი ქართული სათვისტომოს ბავშვებს ქართულ სიმღერებს და ვგალობ ვენის, დავით აღმაშენებლის სახელობის ქართულ ეკლესიაში. პარალელურად ვაწყობ ქართულ საღამოებს და ორგანიზებას ვუწევ საქველმოქმედო კონცერტებს. ჩემს კონცერტებში ვიწვევ ნიჭიერ ქართველ ხელოვანებს, პიანისტებს, მომღერლებს, პოეტებს, მოცეკვავეებს, მხატვრებს და დიზაინერებს, რათა მათი ნიჭი წარმოჩინდეს და ყველა კუთხით გაიცნონ უცხოელებმა საქართველო. ასევე, აქ მცხოვრებ ქართველებს ვავიწყებ ყოველდღიურ პრობლემებს და ცოტა ხნით მაინც ვიტაცებ ფიქრებით სამშობლოსკენ, რადგან საკუთარი პროფესიით მუშაობა და თავის დამკვიდრება უცხოეთში საკმაოდ რთულია. ჩამოვაყალიბე ქართული ფოლკლორული ტრიოც, რომელსაც დავარქვით საქართველოს ძველი სახელი “იბერია,” (რაჭველი, კახელი და ქართლელის ტანდემია და ბუნებრივად მოვიდა ეს სახელწოდება.) “იბერიამ” მოიარა ავსტრიის დიდი ქალაქები და სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტულ ქართველებს (და არა მარტო ქართველებს) გაულამაზა ერთი საღამო. დავეხმარეთ უამრავ უნარშეზღუდულ, გაჭირვებულ, საომარი ქვეყნიდან წამოსულ ბავშვებს და პატიმრებს უცხო მიწაზე, რა თქმა უნდა, საქველმოქმედო ორგანიზაციების და სათვისტომოების დახმარებით და გვერდში დგომით.

iaaaმაქვს შემოთავაზება ავსტრიის ტელევიზიიდან (Okto TV) თემების მოძიების და პროდიუსინგის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს კავკასიური ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების გაცნობას. გამოყოფილია სტუდია (Kaukasus TV), სადაც ქართველების ჯგუფია დასაქმებული. მათ უკვე ჩაიწერეს რამოდენიმე გადაცემა საქართველოს თემაზე და აქ მოღვაწე ქართველებზე (და არა მარტო ქართველებზე), მათ შორის იყო ტრიო “იბერიაც”. მაქსიმალურად შევეცდები, მეც ჩართული ვიყო საქართველოს წინსვლაში.

ვმუშაობ ხმის ჩამწერ სტუდიაში, სადაც ასევე მაქვს სამომავლო გეგმა, რასაც წინასწარ ვერ გავამხელ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, ჩემმა ვოკალის პედაგოგმა და კომპოზიტორმა ,ჩემთვის უსაყვარლესმა ადამიანმა - ნანა პავლიაშვილმა - დამიწერა სიმღერა, რომელსაც მთელი გულით მივუძღვნი ჩემს საქართველოს.

პირად ცხოვრებას რაც შეეხება, მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე (ომარ ნუკრაძე) და ერთი ქალიშვილი (4 წლის ელისაბეტი), რომლებიც მთლიანად ჩართულები არიან ჩემს კარიერაში.ჩემი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ჩემი შვილი ყოველთვის სიამოვნებით დამყავს ყველა კონცერტზე, შეხვედრაზე თუ რეპეტიციაზე. ეკლესიაშიც ჩემთან ერთად გალობს. საკმაო ნიჭი აღმოაჩნდა (2 თვის ასაკიდან) და უკვე მღერის არაჩვეულებრივად. მე მაქსიმალურად ხელს შევუწყობ, რომ თავისი ნიჭის რეალიზება მოახდინოს.

ამ ქვეყანამ, ისვე, როგორც ყველას, მეც მასწავლა დროის ფასი და თითქმის არ არსებობს საათი, რომელიც გამოუყენებელია. უქმე დღეებიც კი წინასწარ გაწერილი და დაგეგმილია.


ყველა ქართველი ოჯახების ვენური ცხოვრებაც იდენტურია, დროში შეზღუდული და მაქსიმალურად დატვირთული.

სამსახური იწყება, ვენა ხმაურს იწყებს დილით ადრიანად. მე კი ლიზიკოსთან ერთად საბავშვო ბაღში მივიჩქარი ...

Read 5687 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი