დეკორატიული ყვავილები - დევნილობაში ათვისებული ხელსაქმე

Rate this item
(0 votes)

თავშესაქცევი საქმე ნინო ჯიოშვილისთვის შემოსავლის წყაროდ იქცა.

 

43 წლის ნინო ჯიოშვილი, უკვე ორი წელია, ბისერებით და მავთულებით დეკორატიულ ნივთებს აკეთებს. თავდაპირველად, ნინოსთვის ეს საქმე გატაცება იყო, თუმცა დღეს უკვე საქმიანობაა - ხელნაკეთი ნივთებს ნინო, ძირითადად, ფეისბუქის საშუალებით ყიდის. 

„ფეისბუქზე მაქვს გვერდი, სადაც გაკეთებული ნივთების ფოტოებს ვდებ. ადამიანები ათვალიერებენ და თუ რომელიმე მოეწონათ, ყიდულობენ კიდეც. შეკვეთებსაც ვიღებ. თუმცა, ხანდახან ადამიანების დადებითი შეფასებაც კი საკმარისია, რომ საკუთარი შრომა დაფასებულად ჩავთვალო“.

ნინო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წმინდა წყლის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. პროფესიით ინჟინერია, თუმცა ამ მიმართულებით არასოდეს უმუშავია.

„სამსახური არც ახლა მაქვს. 10 წლის გოგო მყავს და მას ვზრდი. ძირითადად, სულ სახლში ვარ და ამ საქმისთვისაც საკმარისი დრო მრჩება“.

dekoratiuli yvavilebi nino devnili

ნინოს შემოქმედებაში დეკორატიული ყვავილები ჭარბობენ. როგორც თვითონ გვეუბნება, მუდმივად შთაგონების წყაროს ძიებაშია.

“რაიმე ქოთანს რომ დავინახავ, უკვე ვიცი, როგორი ფორმისა და ზომის ყვავილი მოუხდება, როგორი ფორმა უნდა მივცე და ასე შემდეგ. მთლიანად ჩემს წარმოსახვაზე ვარ დამოკიდებული“.

ნინოს ამ დრომდე არც ერთ გამოფენაში არ მიუღია მონაწილეობა, რადგან როგოც გვეუბნება, ძირითადად შეკვეთებზე მუშაობს. 

yvavilebi nino devnili shekveta da gamofena

Read 1306 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი